"ის, რასაც ვხედავთ "ოცნებისგან", აშკარა დეზინფორმაციაა" - ანიტა ჰიპერი

22.05.25 18:04
"ის, რასაც ვხედავთ "ოცნებისგან", აშკარა დეზინფორმაციაა" - ანიტა ჰიპერი

"ის, რასაც ჩვენ ვხედავთ "ოცნებისგან", აშკარა დეზინფორმაციაა. ევროკავშირის ელჩისა და ევროკავშირის ღირებულებების წინააღმდეგ მათი ყველა თავდასხმა უსაფუძვლოა" - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარმა პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა განაცხადა. 

მან მხარდაჭერა გამოუცხადა პაველ ჰერჩინსკის, რომელიც წინა კვირას ირაკლი კობახიძემ გააკრიტიკა. 

ის, რასაც ჩვენ ვხედავთ "ქართული ოცნებისგან", არის აშკარა დეზინფორმაცია. ევროკავშირის ელჩისა და ევროკავშირის ღირებულებების წინააღმდეგ მათი ყველა თავდასხმა უსაფუძვლოა.

რა თქმა უნდა, ევროკავშირის ელჩს საქართველოში ჩვენი სრული მხარდაჭერა და ნდობა აქვს. მისი განცხადებები ზუსტად ასახავს და პატივს სცემს ევროკავშირის პოზიციას. ჩვენი პოზიცია საქართველოს მთავრობისა და "ქართული ოცნების" მიმართ თანმიმდევრული და ძალიან მკაფიო იყო. მიმდინარე რეპრესიები სამოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმდინარე ძალადობა, ოპოზიციაზე თავდასხმები, სიძულვილის ენა, ფიზიკური ძალადობა და დაკავება უნდა შეწყდეს. საქართველოს ხელისუფლებამ კარგად იცის ჩვენი გზავნილი, რადგან ჩვენ ეს ნათლად გამოვხატეთ, არა მხოლოდ განცხადებებით, არამედ კონკრეტული ქმედებებითაც. მაგალითად, ჩვენ შევამცირეთ ყველა პოლიტიკური კონტაქტი მაღალ დონეზე, ჩვენ შევწყვიტეთ საქართველოს ხელისუფლებისკენ მიმართული დახმარება და ეს სამოქალაქო საზოგადოებისკენ გადავამისამართეთ, ასევე ჩვენ გავზარდეთ სამოქალაქო მხარდაჭერა, ამასთან, ევროპულმა საბჭომ დიპლომატიურ პასპორტებზე გადაწყვეტილება იანვარში მიიღო. ეს არის კონკრეტული ქმედებები, როგორც რეაქცია საქართველოს მთავრობის მიერ დამყარებულ რეპრესიულ რეჟიმზე." - განაცხადა ანიტა ჰიპერმა. 

ირაკლი კობახიძემ მედიასთან პაველ ჰერჩინსკი მორიგ ჯერზე გააკრიტიკა და თქვა, რომ ელჩს მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. ბიძინა ივანიშვილის პრემიერი ამტკიცებს, რომ დიპლომატი "მძიმე მდგომარეობაშია". მეტიც, კობახიძემ თქვა, რომ ელჩი ჰერჩინსკი დიფ სთეითს ექვემდებარება. 

მსგავსი სიახლეები