ხელისუფლება უკიდურესად შეშინებულია - ჯაფარიძე

22.05.25 17:27
ხელისუფლება უკიდურესად შეშინებულია - ჯაფარიძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჯაფარიძის პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია იმართება - ადგილზე მობილიზებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს სასამართლოს ერთი შესასვლელი სრულად აქვს ბლოკირებული. 

ტერიტორიაზე რიგითი მოქალაქეების, ხელოვანებისა და ზურაბ ჯაფარიძის მხარდამჭერების გარდა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც იმყოფებიან, მათ შორის ერთ-ერთი ბადრი ჯაფარიძეა. როგორც კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი "პირველებთან" საუბრის დროს აცხადებს, ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე არ მისვლის გამო ჯაფარიძის გასამართლება კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვაა. 

ხელისუფლება არის უკიდურესად შეშინებული. ამავდროულად, სურს აჩვენოს, რომ მას შეუძლია მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკოსი გამოამწყვდიოს ციხეში. ამ გადაწყვეტილების მიღებისას შიშით არის შეპყრობილი. არალეგიტიმური, უკანონო კომისიის მიწვევაზე არ მისვლის გამო, ადამიანის ციხეში გამომწყვდევა არის კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა. ცხადია, ზურამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც სწორად მიაჩნდა, რომ უკანონო კომისიის მიწვევაზე არ მისვლის გამო, მასზე დაკისრებული გირაო არ გადაიხადა. ამის გამო მას, დიდი ალბათობით, საპატიმროში გამოამწყვდევენ, რაც იქნება კიდევ ერთი დიდი სისულელე, რაც შეიძლება ამ ხელისუფლებამ ჩაიდინოს". - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურა ჯაფარიძის საქმის განხილვა მიმდინარეობს - კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე მსჯელობს.

ზურაბ ჯაფარიძის სასამართლოს პროცესს ესწრება ზუსტად 19 ადამიანი, რომელთაგან 10 არის მედიის წარმომადგენელი, 5 ბრალდებული ოპოზიციონერის ახლობელი და 3-დან 2 დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი - ჩეხეთის და შვედეთის საელჩოების თანამშრომელბი. გარდა ამისა, "პირველების" ინფრომაციით, სხდომაზე იმყოფება "amnesty international"-ის წარმომადგენელიც.

ზურაბ ჯაფარიძის სასამართლო პროცესის პარალალურად, სასამართლოს ეზოს გარეთ მისი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს. ისინი გომელაურის უწყების თანამშრომლებმა ეზოში არ შეუშვა. საქალაქოში შევიდა მხოლოდ ადამიანების ის რაოდენობა, რომელიც სხდომათა დარბაზში ეტევა. 

  • შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის არ გადახდის გამო, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა. 
  • ცნობისთვის, "ოცნების "საგამოძიებო კომისიაზე" არ მისვლის გამო, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო უკვე შეუფარდეს, 50 000 ლარანი გირაო აქვს შეფარდებული კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერს ნიკა მელიას, ხოლო 30 000 ნიკა გვარამიას, ასევე 50 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, ხოლო 20 000 ლარიანი გირაო გივი თარგამაძეს.

მსგავსი სიახლეები