ყველა მოქალაქის მისვლა არჩევნებზე უზრუნველყოფს მშვიდობიან არჩევანს და კოალიციურ მთავრობას - ელენე ხოშტარია

01.10.21 19:25
 ყველა მოქალაქის მისვლა არჩევნებზე უზრუნველყოფს მშვიდობიან არჩევანს და კოალიციურ მთავრობას - ელენე ხოშტარია

2 ოქტომბერს საქართველოში უნდა დასრულდეს გახლეჩვა, დაპირისპირება, ღვარძლი, მოსმენა, ჩაგვრა, საზოგადოების შეურაცხყოფა! - ამის შესახებ ,,დროას" ლიდერმა და ოპოზიციის თბილისი საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა საგანგებო მიმართვაში განაცხადა. ელენე ხოშტარიამ საქართველოს ყველა მოქალაქეს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა. ხოშტარია იმედს გამოთქვამს, რომ უკანონო მოსმენების და საზოგადოების გახლეჩვის დრო უნდა დასრულდეს.

დღეს, როცა ვისმენდი მდინარაძის მიერ აბსოლუტურად ცინიკურად პირადი ჩატების კითხვას, უბრალოდ წარმოუდგენელია, ჩვენ დავუშვათ ისეთ საზოგადოებაში ცხოვრება, სადაც ბრიფინგები ტარდება პირადი მიმოწერის კითხვის მიზნით, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი შეშინებულები არიან ძალაუფლების დაკარგვის გამო, რაც ჩვენს ქვეყანაში უნდა გახდეს ჩვეულებრივი მოვლენა. 

ყველა პოლიტიკოსი უნდა შეეგუოს, რომ არჩევნების გზით იცვლება ძალაუფლებები. ხვალ ქართულ საზოგადოებას აქვს სწორედ ეს ძალიან დიდი არჩევანი, უარი ვთქვათ დაპირისპირებაზე, შეურაცხყოფაზე, ქილიკზე და ავირჩიოთ არა ვინმე კონკრეტული, არამედ კოალიციური მართველობა, რომელიც იქნება პასუხისმგებელი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების წინაშე. კოალიციური მმარველობა, რომელიც ჩვენ ყველას გაგვაერთიანებს...

აბსოლუტურად ყველა მოქალაქის მისვლა არჩევნებზე უზრუნველყოფს მშვიდობიან არჩევანს და კოალიციურ მთავრობას, დაბალანსებულ მმართველობას, რაც სასიცოცხლოდ გვესაჭიროება დღეს ჩვენ - დანაცხადა ბრიფინგზე ელენე ხოშტარიამ.