მძიმე პასუხი ივანიშვილის გუნდისთვის - როგორ მიიღო "ოცნებამ" აშშ-ს სახელმწიფო მდივნის გზავნილი

22.05.25 20:46
მძიმე პასუხი ივანიშვილის გუნდისთვის - როგორ მიიღო "ოცნებამ" აშშ-ს სახელმწიფო მდივნის გზავნილი

მძიმე პასუხი ივანიშვილის გუნდისთვის - ივანიშვილის პარტიამ სახელმწიფო მდივნის გზავნილი თავისი ინტერესის შესაბამისად თარგმნა. 

მარკო რუბიომ თქვა, რომ ამერიკის ინტერესში არ არის ჩვენს რეგიონში ანტიამერიკული მთავრობის არსებობა და თუ ასე მოხდება ქვეყანას ფასის გადახდაც მოუწევს. ამ ეტაპზე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა რეაგირება მზადდება. სახელმწიფო დეპარტამენტი საელჩოებს და რეგიონულ ბიუროებს დაიხმარს იმის გასაგებად, თუ წნეხის რა ზომა იქნება ეფექტური. სწორედ აქ იყენებს სიტყვებს "ანტიამერიკული მთავრობა" და გულისხმობს ქართულ ოცნებას. 

ჩვენ არ ვართ ანტიამერიკული  - ამბობს "ოცენბა" და გზავნილს თავისებურად თარგმნის. თუმცა ინტერპრეტაციებისგან დასაცავად სახელმწიფო მდივნის განცხადება დღეს ამერიკის საელჩომ ქართულად ნათარგმნი გამოაქვეყნა. ფაქტია, რომ თუკი აქამდე  კონგრესმენების კრიტიკას ხელისუფლება ოფიციალურ პოზიციად არ წარმოაჩენდა, ახლა სახელმწიფო მდივნის ასეთ გზავნილზე ვეღარაფერს ამბობს. ექსპერტები ამბობენ, რომ ოცნებას არც დიდი დრო დარჩა მოქმედებისთვის და ამისთვის არც ფართო არჩევანი აქვს. 

როცა ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის გზავნილი კრიტიკულია - ოპოზიციისთვის ეს ნიშნავს, რომ მეგობარი აქტის მიღებაც გადაწყვეტილია. პოლიტიკურ პარტიებში ამერიკის ახალ სანქციებს ელოდებიან და ფიქრობენ, რომ ოცნებისთვის სასიკეთოდ არაფერი შეიცვლება.

რუბიოს პოზიცია პოლიტიკურ წრეებში კობახიძის ღია წერილზე ერთგვარ პასუხადაც აღიქვეს. ამიტომაც ახლა მათ აინტერესებთ, ისევ ელოდება თუ არა ირაკლი კობახიძე პასუხს დონალდ ტრამპისგან.

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები