პროკურატურამ სასამართლო სხდომაზე ზურა ჯაფარიძის დაკავება მოითხოვა

22.05.25 19:25
პროკურატურამ სასამართლო სხდომაზე ზურა ჯაფარიძის დაკავება მოითხოვა

პროკურატურამ სასამართლო სხდომაზე ზურა ჯაფარიძის დაკავება მოითხოვა - შუამდგომლობა პროკურორმა ნათია თათიაშვილმა პროცესზე ცოტა ხნის წინ დააყენა. ახლა ყველა ირაკლი შვანგირაძის გადაწყვეტილებას ელოდება - გაუშვებს თუ არა ციხეში ოპოზიცონერ ლიდერს. 

ცნობისთის,  შვანგირაძემ ზურა ჯაფარიძეს სახაზინო ადვოკატი არ დაუნიშნა და დაცვის გარეშე დატოვა. 

ჯაფარიძის ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, მოსამართლემ ადვოკატების არცერთი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, ირღვეოდა დაცვის უფლებაც და ამიტომ დატოვეს სხდომათა დარბაზი. 

მას შემდეგ, რაც მოსამართლე შვანგირაძემ ჯაფარიძე დაცვის გარეშე დატოვა, დარბაზში მყოფმა ადვოკატმა ქეთი ჩომახაშვილმა განაცხადა, რომ ის დაიცავს, უბრალოდ სჭირდება დრო მასალების გასაცნობად და შესაბამისად, სხდომის გადადება მოითხოვა. თუმცა მოსამართლემ ჩომახაშვილის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და უარი უთხრა ზურაბ ჯაფარიძის დაცვაზე.

წულუკიანის ე.წ. კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს  20 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. 

  • შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის არ გადახდის გამო, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა. 
  • ცნობისთვის, "ოცნების "საგამოძიებო კომისიაზე" არ მისვლის გამო, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო უკვე შეუფარდეს, 50 000 ლარანი გირაო აქვს შეფარდებული კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერს ნიკა მელიას, ხოლო 30 000 ნიკა გვარამიას, ასევე 50 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, ხოლო 20 000 ლარიანი გირაო გივი თარგამაძეს.

მსგავსი სიახლეები