მოსამართლე შვანგირაძემ ზურა ჯაფარიძე პატიმრობაში გაუშვა

22.05.25 19:39
მოსამართლე შვანგირაძემ ზურა ჯაფარიძე პატიმრობაში გაუშვა

 

 

ზურა ჯაფარიძე სხდომათა დარბაზში დააკავეს - მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი პატიმრობაში გაუშვა. გადაწყვეტილებას სასამართლოში ხმაურით და პროტესტით შეხვდნენ. "მონებო" - სკანდირებენ მოქალაქეები. 

სასამართლო პროცესი ახლა არსებითად განსახილველად გადავიდა. პატიმრობის შუამდგომლობა სხდომაზე ბრალდების მხარემ დააყენა. 

მომდევნო სასამართლო პროცესი 4 ივნისს 11:00 საათზე გაიმართება. 

ზურა ჯაფარიძეს წულუკიანის ე.წ. კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებიან. კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს აღნიშნულ სისხლის სასამართლის საქმეზე 20 000 ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. სჭორედ ეს აღკვეთი ღონისძიება შეუცვალა მოსამართლემ მას პატიმრობით.