ნიკა გვარამიას პირველი კომენტარი ზურა ჯაფარიძის დაკავების შემდეგ
კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია ზურა ჯაფარიძის დაკავების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ “თუ არ დაემხო ოლიგარქია, არაფერი არ იქნება, რადგან “რეჟიმი მარტო დაკავებასა და შიშზე დგას“
გვარამიას თქმით, “ოლიგარქიის დამხობა არის ამოცანა, რათა ხალხი იყოს გარეთ და შეკითხვები არ ისმოდეს“
“ბიძინა უმძიმეს ჩიხშია, უფრო მეტად გართულდება მისი მდგომარეობა და საზოგადოებისადმი რეპრესიული დამოკიდებულება“- ამბობს ის.
დღეს ეს უკვე ნამეტანი იყო. ამდენჯერ პატიმრობაში ვარ ნამყოფი და დღეს რაც მოხდა მართლა ნამეტანი იყო. უნდა დავიჯეროთ და შეკითხვები არ დავსვათ - იქნება თუ არა რამე? არაფერი არ იქნება თუ არ დაემხო ოლიგარქია. ყველა ასე ბოლო წუთამდე ველოდებით, რომ იქნებ ახლა სხვანაირად მოხდეს, არ მოხდება სხვანაირად. რეჟიმი დგას მარტო დაკავებასა და შიშზე, არ არის საჭირო რაციონალური ფიქრები, პირდაპირ უნდა ვთქვათ, ოლიგარქიის დამხობა არის ამოცანა, თუ გვინდა, რომ ხალხი იყოს გარეთ და შეკითხვები არ ისმოდეს, რა მოხდება და როგორ მოხდება, ვიდრე ოლიგარქია იქნება, იქნება ასეთი გადაწყვეტილებები. ბიძინას უკან დასახევი გზა არ აქვს, არის უმძიმეს ჩიხში, აწი თუ უფრო მეტად გართულდება მისი მდგომარეობა და საზოგადოებისადმი რეპრესიული დამოკიდებულება, თორე არ შემსუბუქდება. საშიშია ეს საქართველოსთვის? ამძიმებს ეს პროტესტის მდგომარეობას? პირიქით, ამსუქებს, რადგან გიჟის მდგომარეობაში რაც უფრო შევა ივანიშვილი, მით უფრო დასუსტდება და შეცდომებს დაუშვებს“,- განაცხადა გვარამიამ.
შეგახსენებთ, რომ ზურა ჯაფარიძე სხდომათა დარბაზში დააკავეს - მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი პატიმრობაში გაუშვა. გადაწყვეტილებას სასამართლოში ხმაურით და პროტესტით შეხვდნენ. "მონებო" - სკანდირებენ მოქალაქეები.
სასამართლო პროცესი ახლა არსებითად განსახილველად გადავიდა. პატიმრობის შუამდგომლობა სხდომაზე ბრალდების მხარემ დააყენა.
ზურა ჯაფარიძეს წულუკიანის ე.წ. კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებიან. კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს აღნიშნულ სისხლის სასამართლის საქმეზე 20 000 ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. სჭორედ ეს აღკვეთი ღონისძიება შეუცვალა მოსამართლემ მას პატიმრობით.