ჩემი მხარდაჭერა ზურას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში-მამუკა ხაზარაძე
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ზურა ჯაფარიძეს მხარდაჭერას უცხადებს და წერს, რომ “რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, აუცილებლად გაამრჯვებით დასრულდება.“
“სამართლიანობისა და მეგობრობის მაგალითია ზურა ჩემთვის!“,- წერს ხაზარაძე,
ჩემი მხარდაჭერა ზურას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება! თავისუფლება ჯაფარას! თავისუფლება პოლიტპატიმრებს! ბრძოლა ბოლომდე!,- წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი.
შეგახსენებთ, რომ ზურა ჯაფარიძე სხდომათა დარბაზში რამდენიმე წუთის წინ დააკავეს - მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი პატიმრობაში გაუშვა. გადაწყვეტილებას სასამართლოში ხმაურით და პროტესტით შეხვდნენ. "მონებო" - სკანდირებენ მოქალაქეები.
სასამართლო პროცესი ახლა არსებითად განსახილველად გადავიდა. პატიმრობის შუამდგომლობა სხდომაზე ბრალდების მხარემ დააყენა.
ზურა ჯაფარიძეს წულუკიანის ე.წ. კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებიან. კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს აღნიშნულ სისხლის სასამართლის საქმეზე 20 000 ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. სჭორედ ეს აღკვეთი ღონისძიება შეუცვალა მოსამართლემ მას პატიმრობით.