ივანიშვილს აქვს გაცემული დავალება, რომ დევნონ პოლიტიკური ლიდერები-კუპრაძე ზურა ჯაფარიძის დაკავებაზე
ივანიშვილს აქვს გაცემული დავალება, რომ დევნონ და დააპატიმრონ პოლიტიკური ლიდერები, რათა ჩამოაშორონ წინააღმდეგობას და ბრძოლას-ასე ეხმაურება კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი კუპრაძე ზურა ჯაფარიძის დაკავებას.
კურპაძე არ გამოირცხავს, რომ მათი პარტიის ლიდერებმაც იგივე ბედი გაიზიარონ და ისინიც დააკაონ.
“დაკავებას და გამამტყუნებელ გადაწყვეტილებებს ველოდებით ჩვენი პარტიის ლიდერებისადმიც“,-ამბობს ის.
ივანიშვილს აქვს გაცემული დავალება, საკუთარ დაქვემდებარებულ სისტემებს შორის, ეს არის სასამართლო სისტემა, სამართალდამცველი, მაგრამ სინამდვილეში სამართალდამრღვევი სისტემა, პროკურატურა, რომ დევნონ პოლიტიკური ლიდერები, პოლიტიკურ დევნაში გამოიხატება მთავარი სურვილი, რომ ისინი დააპატიმრონ და ჩამოაშორონ იმ წინააღმდეგობას და ბრძოლას, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. ისინი ეცდებიან პოლიტიკური ლიდერების დაკავებას. ზურა ჯაფარიძე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადამიანია ამ წინააღმდეგობის ფრონტზე.
მათ შორის დაკავებას და გამამტყუნებელ გადაწყვეტილებებს ველოდებით ჩვენი პარტიის ლიდერებისადმიც, მიუხედავად იმის, რომ წინასწარ პატიმრობაში ისინი არ მოხვდებიან. სასამართლო პროცესები გრძელდება, 27 მაისს ასევე სასამართლოში ვაგრძელებთ ბრძოლას, მურუსუძის, ივანიშვილის და რუსული დაჯგუფების და ბანდის წინააღმდეგ,-განაცხადა კუპრაძემ.
შეგახსენებთ, რომ ზურა ჯაფარიძე სხდომათა დარბაზში რამდენიმე წუთის წინ დააკავეს - მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი პატიმრობაში გაუშვა. გადაწყვეტილებას სასამართლოში ხმაურით და პროტესტით შეხვდნენ. "მონებო" - სკანდირებენ მოქალაქეები.
ზურა ჯაფარიძეს წულუკიანის ე.წ. კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებიან. კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს აღნიშნულ სისხლის სასამართლის საქმეზე 20 000 ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. სჭორედ ეს აღკვეთი ღონისძიება შეუცვალა მოსამართლემ მას პატიმრობით.