ჩემი შვილის მკვლელობით მოვიდა "ოცნება" მთავრობაში - ბარბარე რაფალიანცის დედა

01.10.21 19:33
ჩემი შვილის მკვლელობით მოვიდა "ოცნება" მთავრობაში - ბარბარე რაფალიანცის დედა

საქმე, რომლითაც ,,ოცნების" ხელისუფლება ქვეყნის სათავეში მოვიდა, ცხრა წლის შემდეგ ისევ გამოუძიებელია. ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა "ოცნებამ" პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოიყენა, ამის შემდეგ კი თაროზე შემოდო.

საბედისწერო ღამის შემდეგ მოკლული ჩვილის ოჯახი აღარავის გახსენებია. არ გახსენებია ბარბარე რაფალიანცი ოჯახი არც "ოცნების" ძველ სახეს, მანანა ბერიკაშვილს, რომელმაც ჩვილის მკვლელობიდან რამდენიმე წუთში უდანაშუალობის პრეზუმცია დაარღვია და მკვლელად პირდაპირ ოპონენტი ღვინიაშვილი გამოაცხადა.

ბარბარე რაფალიანცის დედა დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება" სათავეში მისი შვილის მკვლელობის ამბის გარეშე ვერ მოვიდოდა. მისი თქმით, "ოცნებამ" მისი შვილი სკამებს შესწირა. 

8 წელია, ამ რეალობას ვუსწორებ თვალს. ყოველ არჩევნებზე, ყოველ წელს, ყოველ დაბადების დღეზე ვაცნობიერებ, რომ მე შვილი აღარ მყავს. ვარ შვილმკვდარი დედა, რომელსაც დღემდე ვერ გაუგია, რიგითი აგიტატორიდან რატომ უნდა მოეკლათ ჩემი შვილი. რეალობა არის დღეს ის, რომ მოვიდნენ, ქულები ჩაიწერეს ამით, რომ ჩემი შვილი მოკლეს. ჩემი შვილის მკვლელობით მოვიდა "ოცნება" მთავრობაში. "ოცნება" ვერ გაიმარჯვებდა, ეს ამბავი რომ არ მომხდარიყო, ჩემი შვილი შესწირეს სკამს. ყოველი წელს, როცა არჩევნები მოდის, დაწყებული 2012 წლიდან, იმას ვნატრულობ, რომ ეს მთავრობა წავიდეს. რა იყო ამათი "ოცნება"? რა იყო ღარიბაშვილის დაპირება? ღარიბაშვილის დაპირება ის იყო, რომ ჩემთვის შვილი უნდა წაერთმიათ? კიდევ დღემდე რამდენ ცუდს სჩადიან? რამდენ მკვლელობებს სჩადიან! ჩემთვის არ იყო ეს "ოცნება" . "ოცნებამ" 9 წელი ჯოჯოხეთად მიქცია. მოვიდნენ ასე სასტიკად, სისხლიან სკამებზე დასხდნენ და გაიდგეს კლანჭები 9 წელია, - ამბობს ბარბარე რაფალიანცის დედა. 

მსგავსი სიახლეები