დღევანდელმა დღემ ყველას უნდა მოგვცეს დამატებითი ბრძოლის ჟინი და მოტივაცია-მელია ჯაფარიძის დაკავებაზე
დღევანდელმა დღემ ყველას უნდა მოგვეცს დამატებითი ბრძოლის ჟინი და მოტივაცია,-ასე ეხმაურება კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერი, ნიკა მელია გადაცემა “რეაქციაში“ ზურა ჯაფარიძის დაკავებას.
მელია ადრწმუნებულია, რომ “ეს ბრძოლა, ასეთი პრინციპული ნაბიჯებით, დასრულდება შედეგით, ანუ ცვლილებებით.“
დღევანდელმა დღემ ყველას უნდა მოგვცეს დამატებითი ბრძოლის ჟინი და მოტივაცია. თუ ოდნავ მაინც გვაქვს ანალიტიკური უნარი, ეს ბრძოლა, ასეთი პრინციპული ნაბიჯებით, დასრულდება შედეგით, ანუ ცვლილებებით. საზოგადოების დიდმა ნაწილმა ჩათვალა, რომ ბრძოლა ღირს ბოლომდე, თუ პოლიტიკურ ოპოზიციური კლასი ამ უსამართლობას არ იღებს, მიიღო გადაწყვეტილება და დღემდე, ბოლომდე არის ბრძოლაში. მე მგონია, რომ ეს ყველაფერი აშშ-ის, როგორც ჩვენი საუკეთესო მოკავშირეს, კიდევ უფრო გაააქტიურებს და მოტივაციას მისცემს, რომ დაუდგეს ამ პროტესტს გვერდში, დემოკრატიის გადასარჩენად. ასეთი აქტები, პოლიტიკური, გამბედავი და პასუხისმგებლიანი, მხოლოდ დაეხმარება. სადაც ახლა ზურა წავიდა, იქ ყოფნა სასიამოვნო არა არის, განსაკუთრებით პირველი დღეები,- განაცხადა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ ზურა ჯაფარიძე სხდომათა დარბაზშიცოტა ხნის წინ დააკავეს - მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი პატიმრობაში გაუშვა. გადაწყვეტილებას სასამართლოში ხმაურით და პროტესტით შეხვდნენ. "მონებო" - სკანდირებენ მოქალაქეები.
ზურა ჯაფარიძეს წულუკიანის ე.წ. კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებიან. კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს აღნიშნულ სისხლის სასამართლის საქმეზე 20 000 ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. სჭორედ ეს აღკვეთი ღონისძიება შეუცვალა მოსამართლემ მას პატიმრობით.