ნიკა მელია 29 მაისს სასამართლოში მისვლას არ აპირებს
ნიკა მელია, რომლის პროცესიც 29 მაისს არის ჩანიშნული, ამბობს, რომ სასამართლოში მისვლას არ აპირებს.
როგორც მელიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დაინახა, როგორ ექცეოდნენ სამართალდამცველები ზურა ჯაფარიძის მხარდასაჭერად შეკრებილ საზოგადოებას.
მე მივიღე გადაწყვეტილება არ მივიღო მონაწილეობა და არ მივიდე 29 -ში სასამართლოში. ამას ხალხის პატივისცემის გამო გავაკეთებ, რადგან მე დღეს რასაც ვუყურებდი, როგორ ექცეოდნენ იქ ქალებს, უფროსებს, უმცროსებს, ბავშვებს, მე არ მინდა, რომ ეს განმეორდეს. დარწმუნებული ვარ, ზურას ეს რომ სცოდნოდა ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებდა. იქნება წარმომადგენელი, ადვოკატი და მე პატიმრობისთვის არ ვაპირებ მომზადებას, ვაპირებ ცხოვრების მაღლი ტემპით გაგრძელებას, შეხვედრებს და ვნახოთ. სად ვიქნები, არ ვიცი,- განაცხადა მელიამ.
ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 29 მაისს არის ჩანიშნული. საქმე წულუკიანის კომისიაზე არ მისვლას და ამის გამო დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობას ეხება.