ანტიამერიკული "ქართული ოცნების" რეჟიმმა უსამართლოდ დააკავა ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა-უილსონი

22.05.25 22:47
ანტიამერიკული "ქართული ოცნების" რეჟიმმა უსამართლოდ დააკავა ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა-უილსონი

რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას ეხმიანება და წერს, რომ “ანტიამერიკული "ქართული ოცნების" რეჟიმი ქმნის პრეცედენტს, რომ ყველა ოპოზიციონერი დააპატიმროს.“

უილსონის თქმით, “ეს მასიური ესკალაცია ძალაუფლების კონსოლიდაციისა და ქვეყნის ჩინეთისა და ირანისთვის გადაცემის შემდეგი ნაბიჯია“.

ანტიამერიკული "ქართული ოცნების" რეჟიმმა უსამართლოდ დააკავა ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ზურაბ ჯაფარიძე და ქმნის პრეცედენტს, რომ ყველა ოპოზიციონერი დააპატიმროს. ეს მასიური ესკალაცია ძალაუფლების კონსოლიდაციისა და ქვეყნის ჩინეთისა და ირანისთვის გადაცემის შემდეგი ნაბიჯია",-წერს უილსონი.

შეგახსენებთ, რომ ზურა ჯაფარიძე სხდომათა დარბაზშიცოტა ხნის წინ დააკავეს - მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი პატიმრობაში გაუშვა. გადაწყვეტილებას სასამართლოში ხმაურით და პროტესტით შეხვდნენ. "მონებო" - სკანდირებენ მოქალაქეები. 

ზურა ჯაფარიძეს წულუკიანის ე.წ. კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებიან. კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს აღნიშნულ სისხლის სასამართლის საქმეზე 20 000 ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. სჭორედ ეს აღკვეთი ღონისძიება შეუცვალა მოსამართლემ მას პატიმრობით. 

მსგავსი სიახლეები