დღეს საქართველოს დიქტატურამ კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინა-მიჰკელსონი ზურაბ ჯაფარიძის დაკავებაზე
დღეს საქართველოს დიქტატურამ კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინა, -ასე ეხმიანება ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე ზურა ჯაფარიძის დაკავებას.
“დროა, დემოკრატიული ერები სიტყვებით არ შემოიფარგლონ, ივანიშვილის რეჟიმს სანქციები დაუწესონ“,-წერს მიკჰელსონი.
დღეს საქართველოს დიქტატურამ კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინა სამართლიანობის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ, როდესაც უკანონოდ დააკავა "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. საქართველოს დამოუკიდებლობის დღემდე სულ რაღაც რამდენიმე დღით ადრე, დროა, დემოკრატიული ერები სიტყვებით არ შემოიფარგლონ, ივანიშვილის რეჟიმს სანქციები დაუწესონ და თავისუფლების მოყვარულ ქართველ ხალხს მომავლის დაბრუნებაში მხარი დაუჭირონ. გაათავისუფლეთ საქართველოში ყველა პოლიტიკური პატიმარი!"-წერს მიკჰელსონი.
შეგახსენებთ, რომ ზურა ჯაფარიძე სხდომათა დარბაზშიცოტა ხნის წინ დააკავეს - მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი პატიმრობაში გაუშვა. გადაწყვეტილებას სასამართლოში ხმაურით და პროტესტით შეხვდნენ. "მონებო" - სკანდირებენ მოქალაქეები.
ზურა ჯაფარიძეს წულუკიანის ე.წ. კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებიან. კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს აღნიშნულ სისხლის სასამართლის საქმეზე 20 000 ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. სჭორედ ეს აღკვეთი ღონისძიება შეუცვალა მოსამართლემ მას პატიმრობით.