პოლიტიკურად მოტივირებული დევნის კიდევ ერთი სამარცხვინო მაგალითია-ბოკერია ჯაფარიძის დაკავებაზე

22.05.25 23:13
პოლიტიკურად მოტივირებული დევნის კიდევ ერთი სამარცხვინო მაგალითია-ბოკერია ჯაფარიძის დაკავებაზე

პარტია „ფედერალისტების“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია  „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ზურა ჯაფარიძის დაკავებას ეხმაურება და „ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან პოლიტიკურად მოტივირებული დევნის კიდევ ერთ სამარცხვინო“ მაგალითად აფასებს.

მისი თქმით, ზურა ჯაფარიძე პოლიტიკური პატიმარია.

ზურა ჯაფარიძის დაკავება ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან პოლიტიკურად მოტივირებული დევნის კიდევ ერთი სამარცხვინო მაგალითია. ზურა ჯაფარიძე პოლიტიკური პატიმარია. ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებასთან ერთად, არამარტო ყველა პოლიტპატიმარი უნდა იყოს თავისუფალი, არამედ უნდა მოხდეს ისეთი ცვლილებები სასამართლოში, რომელიც მომავალში გამორიცხავს სასამართლოში და მთლიანად პოლიტიკურ სისტემაში ასეთი სამარცხვინო ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას ნებისმიერი ხელისუფლებისთვის", - აღნიშნავს გიგა ბოკერია.

შეგახსენებთ, რომ ზურა ჯაფარიძე სხდომათა დარბაზშიცოტა ხნის წინ დააკავეს - მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი პატიმრობაში გაუშვა. გადაწყვეტილებას სასამართლოში ხმაურით და პროტესტით შეხვდნენ. "მონებო" - სკანდირებენ მოქალაქეები. 

ზურა ჯაფარიძეს წულუკიანის ე.წ. კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებიან. კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს აღნიშნულ სისხლის სასამართლის საქმეზე 20 000 ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. სჭორედ ეს აღკვეთი ღონისძიება შეუცვალა მოსამართლემ მას პატიმრობით. 

მსგავსი სიახლეები