,,ოცნების" მხარდამჭერები მასობრივად ტოვებენ შტაბებს - თინა ბოკუჩავა
,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ინფორმაციით, ,,ქართულ ოცნებაში" პანიკამ დაისადგურა და მათი მხარდამჭერები შტაბებს ტოვებენ. თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელი განცხადებითაც დასტურდება. ბოკუჩავა მოუწოდებს მოსახლეობას, გახდეს დიდი გამარჯვების ნაწილი.
მინდა, ვთხოვო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, გახდეს ამ დამაჯერებელი გამარჯვების ნაწილი, ხვალინდელ არჩევნებზე აუცილებლად წავიდეს. ჩვენი რაიონული ორგანიზაციები, პრაქტიკულად, ყოველ საათში გვაწვდიან ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მასობრივად ტოვებენ „ქართული ოცნების“ შტაბებს.
„ქართული ოცნება“ არის სრულიად დემორალიზებული, ჩამოშლილი და ამაზე მეტყველებს საქართველსო პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, განცხადებები, რომელიც ემიჯნება ღარიბაშვილი -კობახიძის ისტერიას და აცხადებს, რომ სახელმწიფო უწყებებს სხვა ტიპის პასუხები უნდა ჰქონდეს. მაგრამ სახელმწიფო უწყებები ამ ქვეყანაში ვეღარ ფუნქციონირებენ, იმიტომ, რომ სახელმწიფო უწყებები ჩამოშალა ივანიშვილის რეჟიმმა. ახლა ერთადერთი, რასაც „ქართული ოცნება“ საზოგადოებას სთავაზობს, არის ქაოსი და ისტერია. ხვალინდელ რეფერენდუმზე, ამაზე ყველაფერზე ჩვენ უნდა გვქონდეს ძალიან მშვიდი და მტკიცე პასუხი. დარწმუნებულებიც ვართ, რომ ეს ასეც იქნება - ამბობს ბოკუჩავა.
მსგავსი სიახლეები
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
"ივანიშვილის რეჟიმის მიერ გაკეთებული განცხადებები პირდაპირ აძლიერებს საოკუპაციო ძალების პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ პოზიციებს"