პოლიტიკოსების ასეთ რიტუალურ დაჭერაზე, გარედან იქნება სერიოზული რეაგირება-გიგი უგულავა

22.05.25 23:17
პოლიტიკოსების ასეთ რიტუალურ დაჭერაზე, გარედან იქნება სერიოზული რეაგირება-გიგი უგულავა

პოლიტიკოსების ასეთ რიტუალურ დაჭერაზე, როცა გამოცხადებული დაჭერის ქრონიკაა და წინასწარ ვიცით, გარედან იქნება სერიოზული რეაგირება, იქნება დასანქცირებაც,-ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის რიტუალური დაჭერები, რომელსაც თავისი რეაქციები აუცილებლად მოჰყვება.

ჩვენ ახლა ვიმყოფებით მსხვერპლის მდგომარეობაში, ეს გარდაუვალი ფაზაა, მაგრამ ამას ახასიათებს ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, შენ თუ მუდმივად მსხვერპლის პოზაში დარჩი, დაჩმორდები და ვერ გაიმარჯვებ. გამარჯვებული მსხვერპლი არ არსებობს. ეს უნდა გავაცნობიეროთ ყველამ, ვინც ამ მსხვერპლზე მივდივართ.  ზურა დღეს მსხვერპლშეწირვაზე წავიდა, წავიდა და გადახტა ცეცხლში. პოლიტიკოსების ასეთ რიტუალურ დაჭერაზე, როცა გამოცხადებული დაჭერის ქრონიკაა და წინასწარ ვიცით, გარედან იქნება სერიოზული რეაგირება, იქნება დასანქცირებაც. ამას თავისი რეაქცია მოჰყვება, რადგან ეს რიტუალური დაჭერაა,- განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ ზურა ჯაფარიძე სხდომათა დარბაზშიცოტა ხნის წინ დააკავეს - მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი პატიმრობაში გაუშვა. გადაწყვეტილებას სასამართლოში ხმაურით და პროტესტით შეხვდნენ. "მონებო" - სკანდირებენ მოქალაქეები. 

ზურა ჯაფარიძეს წულუკიანის ე.წ. კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებიან. კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს აღნიშნულ სისხლის სასამართლის საქმეზე 20 000 ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. სჭორედ ეს აღკვეთი ღონისძიება შეუცვალა მოსამართლემ მას პატიმრობით. 

მსგავსი სიახლეები