არჩევნები გაუქმებულია, კონკრეტული პირობების გარეშე, არჩევნები წარმოუდგენელია-გიგი უგულავა
არჩევნები გაუქმებულია. სიმართლე არის ის, რომ კონკრეტული პირობების გარეშე, არჩევნები წარმოუდგენელია, -ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა გიგი უგულავამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ბოიკოტის ნიშნად, “ყველა საარჩევნო უბანთან დადგებიან პლაკატებით და ეტყვიან ოპოზიციის ამომრჩეველს, რომ ამ მარაზმში არ მიიღონ მონაწილოება.“
არჩევნები გაუქმებულია. სიმართლე არის ის, რომ კონკრეტული პირობების გარეშე, არჩევნები წარმოუდგენელია. მითუმეტეს, ხალხს, ვინც თეორიულად არჩევნებში მონაწილოება უნდა მიეღო, პარტიებმა, იმათ იჭერ. რა არჩევნებზე ვლაპარაკობთ. კატასტროფულ შედეგს მიიღებენ. ბოიკოტი ის კი არ იქნება, რომ ვიტყვით, არა, პლაკატით დავდგებით თითოეულ საარჩევნო უბანთან და მიმართული იქნება ოპოზიციის ამომრჩეველთან, რომ ამ მარაზმში არ მიიღოს მონაწილოება. ამდენი ადამიანი ციხეშია, ყველაფერი ჩამონგრეულია და მარტო არ დავტოვო “ქართული ოცნება“ რაღაცას გვაბოლებ. მსჯელობა რაზე იქნება, თუ “ოცნებას“ უნდა, რომ ოპოზიციამ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, ამის სურვილი აქვს, მოდი, დავტესტოთ, რას თმობენ ამისთვის. პირველი რაც უდაოა- პოლიტპატიმრების გათავისუფლება, მეორე-ამ კანონების შეცვლა და მესამე საკითხი- ჩვენი ამოცანა ხომ არის ახალი არჩვენები, რადგან მხოლოდ ის შეცვლის ვითარებას ქვეყანაში,- განაცხადა უგულავამ.