“ოცნების” მთავრობამ და მათმა ოლიგარქმა მარიონეტების მმართველმა ივანიშვილმა კიდევ ერთი ხაზი გადაკვეთეს-ჯეიმს მაკკლირი

22.05.25 23:40
“ოცნების” მთავრობამ და მათმა ოლიგარქმა მარიონეტების მმართველმა ივანიშვილმა კიდევ ერთი ხაზი გადაკვეთეს-ჯეიმს მაკკლირი

“ქართული ოცნების” მთავრობამ და მათმა ოლიგარქმა მარიონეტმა მმართველმა ივანიშვილმა კიდევ ერთი ხაზი გადაკვეთეს, გაერთიანებული სამეფოს სანქციები უნდა მოყვეს, - ამის შესახებ ბრიტანელი პარლამენტარი, ჯეიმს მაკკლირი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, “ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ჯაფარიძე ახლავე უნდა იქნას გათავისუფლებული.“

საქართველო აგრძელებს პოლიტიკური რეპრესიების მოლიპულ გზაზე სიარულს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ჯაფარიძე ახლავე უნდა იქნას გათავისუფლებული.

“ქართული ოცნების” მთავრობამ და მათმა ოლიგარქმა მარიონეტების მმართველმა ივანიშვილმა კიდევ ერთი ხაზი გადაკვეთეს. გაერთიანებული სამეფოს სანქციები უნდა მოჰყვეს,” - წერს მაკკლირი.

შეგახსენებთ, რომ ზურა ჯაფარიძე სხდომათა დარბაზშიცოტა ხნის წინ დააკავეს - მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი პატიმრობაში გაუშვა. გადაწყვეტილებას სასამართლოში ხმაურით და პროტესტით შეხვდნენ. "მონებო" - სკანდირებენ მოქალაქეები. 

ზურა ჯაფარიძეს წულუკიანის ე.წ. კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებიან. კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს აღნიშნულ სისხლის სასამართლის საქმეზე 20 000 ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. სჭორედ ეს აღკვეთი ღონისძიება შეუცვალა მოსამართლემ მას პატიმრობით. 

მსგავსი სიახლეები