ქვეყანა აბსოლუტურ ჩიხშია, თუ ეს რეალობა არ შეიცვალა, შიშის ქვეშ მოუწევს ცხოვრება, ნებისმიერ მოქალაქეს-სამადაშვილი
ეს არის აბსურდულობა ტოტალიტარული სისტემის, სადაც არ არსებობს სამართლებრივი ლოგიკა და დაუცველია ყველა-ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ზურა ჯაფარიძეს, ისევე როგორც ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს, არანაირი ლოგიკური ბმა არ გააჩნია იმ საქმეებთან, რომელსაც განიხილავენ.
“ზუსტად ამავე ლოგიკით, ნებისმიერი მოქალაქე შეუძლიათ დააპატიმრონ“-განაცხადა სამადაშვილმა.
იმ აბსურდული მიზეზით, რომლითაც დაიჭირეს ზურა ჯაფრიძე და ხვალ შეიძლება მამუკა და ბადრი დაიჭირონ, რადგან გირაო არის წინასწარი აღკვეთის შესაძლებლობა, “ქართულ ოცნებას“, მურუსუძის კლანს, რჩება ხელში გადაწყვეტილება ისეთი, რომ მაგალითად, როდესაც არსობრივი განხილვა შედგება სასამართლოში, თუ უნდა ჯარიმას დააკისრებს იმ ხალხსაც, ვინც უკვე ციხეშია, ან მიუსჯის დამატებით ციხეს. იგივე შეუძლია გააკეთოს იმ ხალხთან დაკავშირებითაც, ვისაც გირაო აქვს გადახდილი, ეს არის რამდენიმე კვირაზე.
ზურა ჯაფარიძეს, ისევე როგორც ბადრის და მამუკას, არანაირი ლოგიკური ბმა არ გააჩნია იმ საქმეებთან, რომელსაც განიხილავენ. ზუსტად ამავე ლოგიკით, ნებისმიერი მოქალაქე შეუძლიათ დააპატიმრონ. ეს არის აბსურდულობა ტოტალიტარული სისტემის, სადაც არ არსებობს სამართლებრივი ლოგიკა და დაუცველია ყველა. ამ ქვეყანაში ეს რეალობა თუ არ შეიცვალა, შიშის ქვეშ მოუწევს ცხოვრება, ნებისმიერ მოქალაქეს, ვინც საქართველოში ცხოვრობს. ქვეყანა არის აბსოლუტურ ჩიხში, არაფერი პოზიტიური არ ხდება.
რეპრესიები მხოლოდ პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ კი არა, შესაძლოა, უკვე შიგნით, სისტემის შიგნით დაიწყოს და ეს არის გახრწნის, ლპობის ბუნებრივი შედეგი, რომელიც ამათ დაუდგებათ,-განაცხადა სამადაშვილმა.