პოლიტიკურად მოტივირებული დაკავება და უხეში თავდასხმა დემოკრატიაზე - ALDE-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯაფარიძის დაკავებაზე
დემოკრატიაზე უხეში თავდასხმა და კიდევ ერთ შემაშფოთებელი ნიშანი საქართველოში ავტორიტარული უკუსვლის, - ასე აფასებს უკრაინელი დეპუტატი და ALDE-ს პარტიის ვიცე-პრეზიდენტი, ევგენია კრავჩუკი ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას. ამის შესაებ ის პლატფორმა x-ზე წერს.
კრავჩუკი ჯაფარიძის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და "ოცნების" რეჟიმს მოუწოდებს, დაუყოვლებივ გაათავისუფლოს ოპოზიციონერი ლიდერი.
მე, როგორც ALDE-ს პარტიის ვიცე პრეზიდენტი, ვუერთდები ALDE-სა და მთელი ლიბერალური ოჯახის მოწოდებას, რომ დაუყოვნებლივ განთავისუფლდეს ქართველი ოპოზიციონერი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე.
ეს პოლიტიკურად მოტივირებული დაკავება, დემოკრატიაზე უხეში თავდასხმაა და კიდევ ერთ შემაშფოთებელი ნიშანია საქართველოში ავტორიტარული უკუსვლის.
უკრაინას ესმის ქართველი ხალხის ბრძოლის - თავისუფლებისთვის, ღირსებისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლის. ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ და განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას ევროპულ გზაზე, სანამ ეს მომავალი რეალობა არ გახდება, - აცხადებს ევგენია კრავჩუკი.
შეგახსენებთ, რომ ზურა ჯაფარიძე სასამართლო სხდომათა დარბაზში გუშინ დააკავეს. მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი პატიმრობაში გაუშვა. საქმე წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული ჯარიმის არგადახდას ეხება.