"ოცნების" პარლამენტი დღეს დაზვერვის სამსახურის სუსზე მიერთების საკითხზე იმსჯელებს
"ქართული ოცნების" პარლამენტი დღეს დაზვერვის სამსახურის გაუქმებასა და სუსის დაქვემდებარებაში გადასვლაზე იმსჯელებს. ივანიშვილის პარტიის მიერ მოფიქრებულ კიდევ ერთ კანონმდებლობას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე განიხილავენ.
საექსპერტო წრეებში ამბობენ, რომ პირველად ხდება, როდესაც დამოუკიდებელი სამსახური, პრაქტიკულად, მმართველი პარტიის კუთვნილება ხდება.
საქართველოს დაზვერვის სამსახურს მჭიდრო კავშირი ჰქონდა ამერიკულ სპეცსამსახურებთან, რადგანაც უწყება დამოუკიდებელი იყო. მის მუშაობასა და საიდუმლო ინფორმაციებზე წვდომა პარტიას არ გააჩნდა.