როცა ეროვნულ დონეს ამოვწურავთ, შესაძლოა, ევროსასამართლოს მივმართოთ - ზურა ჯაფარიძის ადვოკატი

23.05.25 11:14
როცა ეროვნულ დონეს ამოვწურავთ, შესაძლოა, ევროსასამართლოს მივმართოთ - ზურა ჯაფარიძის ადვოკატი

ზურა ჯაფარიძის საქმე, სავარაუდოდ, სტრასბურგის სასამართლოში წავა. ამის შესახებ ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა "პირველებთან" ისაუბრა. ინტერესების დამცველი ამ წუთებში რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მივიდა, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს შეხვდება.

ირაკლი ჩომახაშვილი ყველა იმ დარღვევაზე საუბრობს, რასაც გუშინდელ სასამართლო პროცესზე ჰქონდა ადგილი. მისი თქმით, მოსამართლემ ზურა ჯაფარიძეს ეფექტიანი დაცვის უფლება წაართვა, რაც დარღვევაა. 

ადვოკატი ყურადღებას ამახვლებს სასამართლოსთან პოლიციელების უპრეცედენტო მობილიზაციაზეც. მისი თქმით, ფაქტი ცხადყოფს, რომ სასამართლოს გადაწყეტილება წინდაწინ ყველასთვის ცნობილი იყო, რაც ასევე სერიოზული დარღვევაა. 

გვექნება საშუალება, რომ ზურა მოვინახულოთ გუშინდელის შემდეგ. საჭიროა გარკვეული დეტალების გარკვევა და განხილვა. რაც შეეხება სასამართლო სხდომებს, ჩვენ მივიჩნიეთ შეთანხმებულად პროტესტის ნიშნად, რომ დაგვტეოვებინა დარბაზი, იმიტომ, რომ თავად ზურას მოსაზრება და ჩვენი მოსაზრებაც იყო, რომ აღარ შეესაბამებოდა სამართლიანი სასამართლოს პრინიციპებს იქ ყოფნა, იმიტომ, რომ განზრახ სასამართლო იქცეოდა არასამართლიანად და უკანონოდ და ეს იყო ძალიან ცხადი ყველასთვის იქ. ამიტომ, ეს უნდა იყოს, მათ შორის, მესიჯიც და მოცემულობაც სხვა მოსამართლეებისთვის, რომ თუ გააგრძელებენ ასე მოქცევას, მე დარწმუნებული ვარ, სხვა ადვოკატებიც ასე მოიქცევიან. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ნაწილში ჩვენი პროტესტის გამოხატულება. 

პრობლემა არ არის მხოლოდ, რომ სასამართლომ არ მისცა ზურა ჯაფარიძეს ადვოკატის ყოფლის უფლება. პრობლემა ის არის, რომ მან ეფექტური დაცვის უფლება არ შესთავაზა მას და ჩვენ არ შეგვექმნა შესაბამისი გარემო და იქ, წარმოიდგინეთ, ასობით პოლიციელი წინასწარ იდგა, რაც იმას ნიშნავს, რომ ასობით პოლიციელმა იცოდა სასამართლოს გადაწყვეტილება. ეს პირდაპირ დარღვევაა, ეს ნიშნავს იმას, რომ რიგითმა ოპერატიულმა მუშაკმა იცის სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს არის სირცხვილი სასამართლოსი.

როცა ამოვწურავთ ეროვნულ დონეს, მაშინ შეიძლება, მივმართოთ ევროსასამართლოს, იმიტომ, რომ ჯერ აქ არსებული ეროვნული დონე უნდა ამოვწუროთ გასაჩივრების ნაწილში და რა თქმა უნდა, ამ სტრასტეგიას შევიმუშავებთ და დეტალურად აგვივლით ზურასთან, - ამბობს ინტერსების დამცველი. 

შეგახსენებთ, რომ ზურა ჯაფარიძე სასამართლო სხდომათა დარბაზში გუშინ დააკავეს. მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი პატიმრობაში გაუშვა. საქმე წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული ჯარიმის არგადახდას ეხება.   

მსგავსი სიახლეები