"ჩვენი ორგანიზაციის რეპუტაციის შელახვას ცდილობენ" - საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი
"საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78-ე მუხლი”აცხადებს, რომ მათი ორგანიზაციის დისკრიმინაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ მათ საგანგებო განცხადეაშია ნათქვამი.
ორგანიზაცია წერს, რომ ფეისბუქ გვერდზე კიბერშეტევა გახორციელდა, რის გამოც შესაძლოა, გარკვეული შინაარსი დამახინჯებული ან შეცვლილი ფორმით გავრცელდა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ადგილი აქვს მიზანმიმართულ მცდელობას, შეილახოს ორგანიზაციის რეპუტაცია და საზოგადოებაში არასწორი წარმოდგენები შეიქმნას.
"საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78-ე მუხლი” – აგრძელებს მუშაობას და მტკიცედ დგას საჯარო სამსახურში დასაქმებულთა უფლებების დასაცავად. მიუხედავად იმ სირთულეებისა და გამოწვევებისა, რომლებიც ჩვენს გზაზე გაჩნდა, ჩვენი პრინციპები უცვლელია: ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი არის და რჩება საჯარო მოხელეთა შრომითი, სოციალური და პროფესიული უფლებების დაცვა.
ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით, გვინდა საზოგადოებას მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია:
ჩვენს ფეისბუქ გვერდზე განხორციელდა კიბერშეტევა, რის გამოც გარკვეული შინაარსი შესაძლოა, შეცვლილი ან დამახინჯებული ფორმით გავრცელდა. აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმირებულია Meta-ს პლატფორმა, და ველოდებით ოფიციალურ რეაგირებას.
აგრეთვე, ადგილი აქვს მიზანმიმართულ მცდელობას, შეილახოს ჩვენი ორგანიზაციის რეპუტაცია და საზოგადოებაში შეიქმნას არასწორი წარმოდგენები.
მოვუწოდებთ ყველას — ნუ აჰყვებით პროვოკაციებსა და ცრუ ინფორმაციებს. ჩვენ ყოველთვის ღია ვართ დიალოგისთვის და მზად ვართ პასუხი გავცეთ ყველა კითხვას.
ჩვენი მთავარი პრინციპია კონსტიტუციისა და საჯარო მოხელის ფიცის ერთგულება.
ჩვენი ორგანიზაცია აგრძელებს განვითარებას და გაძლიერებას. ერთად დავიცავთ იმას, რაც ჩვენთვის მთავარია — ღირსეულ შრომას, სამართლიან გარემოს და დაცულ უფლებებს.
მადლობა ნდობისა და მხარდაჭერისთვის.
ყველას გელოდებით 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, - ნათქვამია განცხადებაში.