ჩვენ ვემხრობით, რომ ოსები და აფხაზები ქართველებთან მშვიდობიანად ცხოვრობდნენ-ალექსანდრ ლუკაშენკო

23.05.25 12:47
ჩვენ ვემხრობით, რომ ოსები და აფხაზები ქართველებთან მშვიდობიანად ცხოვრობდნენ-ალექსანდრ ლუკაშენკო

ბელორუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად საქართველოში ნიკოლაი როგაშჩუკი დაინიშნა. როგაშუკი მანამდე პრეზიდენტის საქმეთა მმართველის პოსტს იკავებდა.

ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ როგაშუკის დანიშვნისას ქართველების, აფხაზების და ოსების ურთიერთობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ისინი მომხრეები არიან ოსები და აფხაზები ქართველებთან მშვიდობიანად ცხოვრობდნენ“.

ჩვენი ურთიერთობები გაუმჯობესდა. ძალიან მიხარია, რომ ეს მოხდა. ქართველები ძალიან კარგად გვექცევიან. ისინი ძალიან აფასებენ ჩვენს ხალხს. ქვეყნის ხელმძღვანელობის მიმართ დამოკიდებულება კი მეტ-ნაკლებად ნორმალურია. დიახ, მათ ტვინი გამოურეცხეს და იფიქრეს, რომ ჩვენ მოწინააღმდეგეები, მეტოქეები და თითქმის მტრები ვართ. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ქართველი ხალხის მოწინააღმდეგეები. ჩვენ მომხრე ვართ, რომ როგორც ოსებმა, ასევე აფხაზებმა მშვიდობიანად იცხოვრონ ქართველებთან. როგორ გადაწყვეტენ, ეს მათი საკითხია. ჩვენ არ ვერევით, არ ვერევით. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც საუკეთესოა ხალხისთვის. ეს არის ჩვენი პოზიცია“,-თქვა მან.

ბუნებრივია, ოდესღაც დგება ელჩების შეცვის დრო, მიღებული გადაწყვეტილება, რომ ამ ახლა ეტაპზე საჭიროა ახალი, ძალიან აქტიური ადამიანი, ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოში ელჩად თქვენს გაგზავნაზე“, - დაამატა მან.