იყავით მხნედ და განაგრძეთ ბრძოლა! - ზურა ჯაფარიძის პირველი გზავნილი ციხიდან

23.05.25 13:47
იყავით მხნედ და განაგრძეთ ბრძოლა! - ზურა ჯაფარიძის პირველი გზავნილი ციხიდან

იყავით მხნედ და განაგრძეთ ბრძოლა! - ასეთია ზურაბ ჯაფარიძის პირველი გზავნილი რუსთავის ციხიდან. რეჟიმის მიერ დაპატიმრებული პოლიტიკოსი დრეს მისმა ადვოკატმა მოინახულა. ირაკლი ჩომახაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მხნედაა და ფიქრობს, რომ პატიმრობა ბრძოლის კიდევ ერთი ეტაპია.

ზურა არის მხნედ. მისი პოზიცია რაც იყო, რჩება იგივე და დარჩება. მოწოდება არის გარეთაც, რომ ისინიც, ვინც არიან გარეთ, იყვნენ მხნედ და მაქსიმალურად შეეცადონ, რომ ქვეყანაში იყოს კონსტიტუციური წესრიგი, რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება, აუცილებელია, საქართველო მიდიოდეს ევროპისკენ და ზურაც სწორედ ამიტომ არის დღეს საპატიმრო დაწესებულებაში. მისი ბრძოლის ხაზი გადის დღეს ციხეზე.

მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, ყოველ შემთხვევაში, ჩემი აზრია, რომ ზურა მალე დატოვებს დაპატიმრო დაწესებულებას, თუმცა, რა თქმა უნდა, მოლოდინები, ხშირ შემთხვევაში, არ მართლდება ხოლმე. ამიტომ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ სტრატეგიაზე. ზურა არ აღიარებს დანაშაულს, იმიტომ, რომ ის მიიჩნევს, რომ პარლამენტი არის არალეგიტიმური, კომისია არის არაეგიტიმური და მათ არ ჰქონდათ არანაირად ზურას დაბარების უფლებამოსილება.

ამასთან, ინტერესების დამცველი ამბობს, რომ ზურა ჯაფარიძის წერილების გამოტანა აუკრძალეს. ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, გზავნილების გამოტანის ერთადერთ გზად ზეპირი შინაარსის გამოტანა რჩება. ადვოკატისთვის გაუეგბარია, რას ემსახურება აღნიშნული აკრძალვა.

რაც შეეხება ტექნიკურ საკითხებს წერილებთან დაკავშირებით, მათი პოზიციაა, რომ, დავუშვათ, ზურა თუ წერილებს დაწერს, მე ამის გამოტანის საშუალება არ მაქვს. ერთადერთი, შემიძლია, ჩემი ელნაწერით, ისიც, რა თქმა უნდა, ჩემსა და ზურას შორის საუბარი არის კონფიდენციალური და ნაწერებიც, არაის აქვს ამ შინაარსის გაცნობის უფლება. რა თქმა უნდა, ესეც დამოკიდებულია იმაზე, რომელი პენიტენციური დაწესებულებაა, თუმცა ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ შეიძლება, გამოვიტანო ზურას მიერ დაწერილი წერილი საჯაროდ, - ამბობს ირაკლი ჩომახაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ზურა ჯაფარიძე სასამართლო სხდომათა დარბაზში გუშინ დააკავეს. მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი პატიმრობაში გაუშვა. საქმე წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული ჯარიმის არგადახდას ეხება.      

მსგავსი სიახლეები