წადით არჩევნებზე, სხვა გეგმა არ გვაქვს, სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა , ჯერი თქვენზეა- ლევან ხაბეიშვილი
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის, ინფორმაციით, ,,ენმ"-ს სხვა სტრატეგია და მიზნები არა აქვს, გარადა იმისა, რომ მოუწოდოს მოსახლეობას არჩევნებზე წასვლისკენ. 3-ში ყველას გეპატიჟებით გამარჯვების აღსანიშნავად, აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა თავის დროზე გააკეთა განცხადება, რომ თუ მე დამაკავებენ, ქართველი ხალხი დამოხსნის. შესაბამისად, მოვუწოდებ საზოგადოებას: მეგობრებო, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა აბსოლუტურად ყველაფერი, რაც მის ძალებს შეესაბამებოდა. ჯერი არის თქვენზე, ხვალ თვითოეული თქვენგანი მიდის არჩევნებზე და აფიქსირებს თავის პოზიციას. სხვა ჩვენ გეგმა არაფერი არ გვაქვს, მშვიდობიანად, წყნარად ვათავისუფლებთ კრიმინალური ,,ოცნებიდან" ჩვენს ქვეყანას, 3-ში საზეიმოდ გეპატიჟებით აბსოლუტურად ყველას ყველა რეგიონიდან, რომ აღვნიშნოთ ჩვენი გამარჯვება - განუცხადა ტვ პირველს ლევან ხაბეიშვილმა.
მსგავსი სიახლეები
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
"ივანიშვილის რეჟიმის მიერ გაკეთებული განცხადებები პირდაპირ აძლიერებს საოკუპაციო ძალების პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ პოზიციებს"