პროდასავლური ოპოზიციის განადგურება რეჟიმის დეკლარირებული ამოცანაა - სამადაშვილი

23.05.25 14:04
პროდასავლური ოპოზიციის განადგურება რეჟიმის დეკლარირებული ამოცანაა - სამადაშვილი

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ რეჟიმის ამოცანას პროდასავლური ოპოზიციის განაგურება წარმოადგენს. მისი თქმით, სწორედ ამას ემსახყრება პოლიტიკური ლიდერების სამართლებრივი დევნა და მათი ციხეში გამოკეტვა.

ოპოზიციონერი პოლიტიოსი გამოსავალს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ კონსოლიდაციაში ხედავს.

რა თქმა უნდა, ეს არის მორიგ ჯერზე დაანონსება ამ ქვეყანაში რეპრესიული პოლიტიკური სისტემის. ვფიქრობ, რომ ყველასთვის გასაგებია, რა არის ივანიშვილის ამოცანა: ეს არის განეიტრალება ყველა პროდასავლური პოლიტიკური პარტიის და მათ შორის, ლიდერების დევნა და დაპატიმრება აქეთკენ არის მიმართული. ამიტომ, დრეს ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი კონსოლიდაცია და პოლიტიკური კონსოლიდაცია. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ერთობლივად ვიმსჯელოთ ჩვენთვის რა არის ყველაზე სწორი ტაქტიკური და სტრატეგიული გზა ამ მოცემულობაში, როდესაც პროდასავლური ოპოზიციური პარტიების განადგურება არის დეკლარირებული ამოცანა რეჟიმის, - ამბობს სალომე სამადაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ზურა ჯაფარიძე სასამართლო სხდომათა დარბაზში გუშინ დააკავეს. მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი პატიმრობაში გაუშვა. საქმე წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული ჯარიმის არგადახდას ეხება.      

 

მსგავსი სიახლეები