ქვეყანაში ჩამოყალიბებული დიქტატურაა ერთი გიჟი ადამიანის, რომლის უკან რუსეთი დგას - უგულავა

23.05.25 14:11
ქვეყანაში ჩამოყალიბებული დიქტატურაა ერთი გიჟი ადამიანის, რომლის უკან რუსეთი დგას - უგულავა

ქვეყანაში ჩამოყალიბებული დიქტატურაა ერთი გიჟი ადამიანის, რომელსაც უკან რუსეთი უდგას, - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგი უგულავა საუბრობს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, რეჟიმი, რომელიც ქვეყანას მართავს, საშიშია და მათგან კიდევ უფრო მეტ ველურობას უნდა ველოდოთ.

ამასთან, გიგი უგულავა დარწმუნებულია, რომ რეჟიმის ქმედებები კიდევ უფრო მეტ იზოლაციას, მეტ სანქციებს და ხალხის მეტად გაღიზიანებას გამოიწვევს. 

ქვეყანაში ჩამოყალიბებული დიქტატურაა ერთი გიჟი ადამიანის, რომელსაც უკან რუსეთი უდგას. ეს რეჟიმი არის საშიში, იმიტომ, რომ მას სათავეში უდგას ორი გიჟი და აღარანაირი მუხრუჭი ქვეყანაში აღარ არსებობს, ამიტომ მე რასაც ველოდები ამათგან, არის კიდევ უფრო მეტი ველურობა. ეს ეტაპი თავის შედეგს მოიტანს -  კიდევ უფრო მეტ იზოლაციას, კიდევ უფრო მეტ სანქციას და კიდევ უფრო მეტ გაღიზიანებას საზოგადოების. ჩვენი ამოცანაა გამარჯვება, ამათი ქვეყნის სადავეებიდან ჩამოშორება და მოცილება, - ამბობს გიგი უგულავა. 

შეგახსენებთ, რომ ზურა ჯაფარიძე სასამართლო სხდომათა დარბაზში გუშინ დააკავეს. მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი პატიმრობაში გაუშვა. საქმე წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული ჯარიმის არგადახდას ეხება.      

მსგავსი სიახლეები