პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე საზღვრის უკანონო გადაკვეთის ორგანიზებისთვის დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია სასაზღვრო დაცვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მას 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ასევე პოლონეთის ტერიტორიის იძულებით დატოვების მიზნით მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
სასაზღვრო დაცვის პრესსამსახურის ცნობით, ოთხშაბათს, კალიშის სასაზღვრო დაცვის თანამშრომლებმა სლუპცას რაიონში, მაგისტრალზე შემოწმების მიზნით გააჩერეს Ford-ის მარკის მანქანა, რომელსაც 45 წლის ქართველი მართავდა, მისი მგზავრი კი ავღანეთის მოქალაქე იყო, რომელსაც პოლონეთში ყოფნის უფლება არ ჰქონდა. ავღანეთის მოქალაქეს დეპორტაცია ემუქრება.