სააკაშვილის დაკავება ,,ოცნების" არის კიდეც ერთი სპექტაკლი - ბადრი ჯაფარიძე

01.10.21 20:25
სააკაშვილის დაკავება ,,ოცნების" არის კიდეც ერთი სპექტაკლი - ბადრი ჯაფარიძე

სააკაშვილის დაკავება არის კიდევ ერძთი სპექტაკლი, რომელიც ,,ოცნებამ" საკუთარი მარცხის გადასაფარად მოაწყო - ამის შესახებ ,,ლელოს" ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ, საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა. მისი თქმით, ხვალ ყველა უნდა მივიდეს არჩევნებზე, რათა პასუხი გასცეს ,,ოცნებას".

მთელი დღის განმავლობაში ,,ოცნება" ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი საზეიმო სახეებით ჩამოსხდნენ, რომ ის დააკავეს. ეს არის კიდევ ერთი სპექტაკლი, მოწყობილი ,,ქართული ოცნების" მიერ, რომლითაც ცდილობს, გადაფაროს თავისი მარცხი, რომ სახელმწიფო არ ფუნქციონირებს. 

სწორედ ეს უნდა დავასრულოთ ხვალ, ხვალ ყველა ჩვენი თამამემამულე უნდა მივიდეს საარჩევნო უბნებთან და გამოიყენოს მძლავრი იარაღი, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს გააჩნია - განაცხადა ბადი ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები