დაანონსებული რეპრესიები და ზურა ჯაფარიძის დაპატიმრება - ენმ-ს ლიდერები ევროკავშირის ოფისში შეხვედრას მართავენ

"ნაციონალური მოძრაობის ლიდერები" ევროკავშირის წამორმადგენლობის ოფისში იმყოფებიან. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დიპლომატიურ უწყებაში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ სასაუბროდ მივიდნენ.
თინა ბოკუჩავას თქმით, განხილვის მთავარი თემები რეჟიმის რეპრესიები და ზურა ჯაფარიძის დაპატიმრება იქნება. ოპოზიციონერი ლიდერი ასევე გეგმავს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობიისს საკითხის განიხილოს.
დააკავეს წულუკიანის განკარგულებით სრულიად უდანაშაულო ადამიანი, რომელსაც, მათ შორის, საზოგადოებას მინდა, შევახსენო, რომ ერთი დღე არ გაუტარებია ხელისუფლებაში. ამიტომ, ზურა ჯაფარიძის დაკავება უმთავრესი საკითხი იქნება და ზოგადად, ის პოლიტიკური რეპრესიები, რომელსაც აანონსებს და აპირებს ივანიშვილის რეჟიმი. ამავდროულად, უმნიშვნელოვანესი საკითხი არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ევროკავშირის საგარეო საკითხიც უმაღლესმა კაია კალასმა გამოცხადა, რომ სანქციები იხსნება ევროკავშირის მხრიდან სირიაზე, რომელიც ყო დაკისრებული წლების მანძილზე, ასევე დინალდ ტრამპმა იგივე თქვა. ჩვენ ამ საკითხზე უკვე ვესაუბრეთ აშშ-ში საქართველოს მეგობრებს, მათ შორის, ჯო უილსონს, რომელმაც თავისთავად ასევე ესაუბრა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს. ასე რომ, ეს საკითხი სირიის მხრიდან ჩვენი ოკუპირებული რეგიონების აღიარების უკან წაღება და გაწვევა იქნება ერთ-ერთი უმთავრესი განხილვის თემა, - ამბობს ბოკუჩავა.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისში შეხვედრა უკვე დაიწყო. მეტი დეტალი შეხვედრის დასრულებს შემდეგ გახდება ცნობილი.