ივანიშვილი ცდილობს რამენაირად შეინარჩუნოს ის აქტივები, რომელიც მას დასავლეთში დარჩა - საბა ბუაძე
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე ამბობს, რომ ლონდონის სასამართლოში, სადაც ივანიშვილსა დაCredit Suisse Life-ს შორის 607 მილიონიანი დავა უნდა გაიმართოს, ქართველი ოლიგარქი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ის აქტოვები შეინარჩუნოს, რომელიც მას დასავლეთში დარჩა.
არავის გაუკვირდება, რომ იმ მზარდი სანქციების ფონზე, ივანიშვილს სრულად შეეზღუდოს წვდომა იმ ფინანსებზე, რომელიც ჯერ კიდევ დარჩა მას დასავლურ სივრცეში. ივანიშვილი ცდილობს რამენაირად შეინარჩუნოს ის აქტივები, რომელიც დარჩა მას დასავლეთში. მაგრამ მან ძალიან კარგად იცის, რა ხანგრძლივი და ყოვლისმომცველი შეიძლება იყოს ეს სანქციები. ის ცდილობს, რომ მოემზადოს ამ პროცესისთვის, მაგრამ ბოლომდე ვერცერთ შემთვევაში ამ პროცესით გამოწვეულ ზიასნ ის ვერ აიცილებს თავიდან, იმიტომ რომ სწორედ ასეთი იქნება ყველა იმ ადამიანის ბედი, ვინც ქართულ სახელმწიფოს გამოუთხრის ძირს", - ამბობს საბა ბუაძე.
ბანკებში გაყინული ოლიგარქის მილიონების საქმე ლონდონის სასამართლოშია - ბიძინა ივანიშვილსა და Credit Suisse Life-ს შორის 607 მილიონიანი დავა დასკვნით ფაზაში გადადის. სასამართლო პროცესი ლონდონში 16-19 ივნისს არის ჩანიშნული.
უკვე წლებია ივანიშვილი ამ ფულისთვის იბრძვის, თუმცა, ირაკლი აბესაძის თქმით, ის მოცემულობა, როდესაც ოლიგარქს ბრიტანული სანქციები ემუქრება და ამის შესახებ საკითხი ბრიტანეთის თემთა პალატაში არაერთხელ დააყენეს, ამ სურათს ცვლის, რადგან დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირების შემთხვევაში მას ეს თანხა მაინც გაეყინება.
- ცნობისთვის, ივანიშვილმა ბერმუდას სასამართლოში დავა მოიგო, თუმცა უშედეგოდ. გადაწყევტილება გასაჩივრებულია და ახლა ლონდონის სასამართლომ უნდა თქვას ამ საქმეზე საბოლოო სიტყვა.