ბრიტანული სანქციების და ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში - რა ბედი ელის ოლიგარქის მილიონებს

23.05.25 20:10
ბრიტანული სანქციების და ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში - რა ბედი ელის ოლიგარქის მილიონებს

შალვა პაპუაშვილის განცხადება ყველაზე უკეთ აჩვენებს, როგორ აწუხებს ოლიგარქს ბრიტანული სანქციების მოლოდინი. როგორც კი ბიძინა ივანიშვილის ბრიტანეთის სანქციების ქვეშ მოექცევა, მისი ყველა დოლარი გაიყინება. დასაკარგი კიდევ ბევრი აქვს - მინიმუმ 607 მილიონი დოლარი, რომელიც "კრედიტ სვისთან" დავაში მოიგო და ახლა ლონდონის სასამართლოში უნდა გადაწყდეს ამ მილიონების ბედი. "ოცნება" ახალ ეტაპზე გადავიდა, რუსეთსა და ბრიტანეთს შორისაც კი ტოლობის ნიშანს სვამენ.

16-19 ივნისს ლონდონში საბოლოო მოსმენა უნდა შედგეს - ივანიშვილი და მისი ოჯახი "კრედიტ სვის ლაიფის" წინააღმდეგ. ბერმუდაში მოგებულ დავაზე გადაწყვეტილებას ლონდონის სასამართლოს ბოლო ინსტანციაში მიიღებენ. ჯერ უცნობია, რა ფორმით ჩაერთვება პროცესში ბიძინა ივანიშვილი. ფაქტი კი ერთია, მოგების შემთხვევაშიც კი ოლიგარქს არ აქვს გარანტია, რომ მილიონებს მიიღეს თუ ბრიტანული სანქციები დაეწია.

ეკონომისტები გვიხსნიან, რატომ შეიძლება დადგეს ბიძინა ივანიშვილის 607 მილიონი დოლარი საფრთხის ქვეშ?! ის ბრიტანეთში აღარ განიხილება როგორც უბრალო ბიზნესმენი, არამედ პოლიტიკური ფიგურა, რომელმაც საქართველოში დემოკრატიას ძირი გამოუთხარა და ქვეყანა კრემლისკენ წაიყვანა. ამას დასავლური სამყარო არავის პატიობს, ბიძინა ივანიშვილისთვის კი სანქციების დაწესების მოლოდინს უდროოდ დაემთხვა ლონდონში სასამართლო პროცესიც.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.