ზურა ჯაფარიძის პატიმრობის პირველი დღე - ოპოზიციონერის გზავნილები რუსთავის ციხიდან

23.05.25 20:18
ზურა ჯაფარიძის პატიმრობის პირველი დღე - ოპოზიციონერის გზავნილები რუსთავის ციხიდან

"იბრძოლეთ ბოლომდე!" - ეს არის დაპატიმრებული ზურა ჯაფარიძის პირველი გზავნილი ციხიდან. რუსთავის მე-12 დაწესებულება "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერისთვის დროებითი საცხოვრებელი ხდება. პოლიტიკოსი, რომელსაც ოლიგარქის სასამართლომ დაცვის უფლება წაართვა, ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ ჯერ ქვეყნის შიგნით და შემდეგ ქვეყნის გარეთ გააგრძელებს.

დატყვევებულ პოლიტიკოსს უკვე განუმარტეს, რომ ციხიდან წერილებს ადვოკატს ვერ გამოატანს. როგორც ჩანს, რეჟიმს სურს, აკონტროლოს, ვის რას მისწერს ჯაფარიძე, ამიტომ წერილის გაგზავნას მხოლოდ ფოსტით შეძლებს და მისი გზავნილები, მინიმუმ, 10 დღე ადრესატამდე ვერ მივა.

რუსთავის ციხეს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო უკვე 2 ბინადარი ჰყავს. მომდევნო კვირის ბოლოს კი პოლიტპატიმრების რიცხვი კიდევ ერთით გაიზრდება. 29 მაისს ნიკა მელიას პროცესია ჩანიშნული. სწორედ ამ დღეს  ეწურება ოპოზიციის ლიდერს გირაოს გადახდის ვადა. მელია სხომაზე მისვლასაც კი არ აპირებს, ამიტომ, სავარაუდოდ, იმავე დღეს მოითხოვს პროკურატურა კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერის დაპატიმრებას.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.