ჯაფარიძის დაკავების გამო ოლიგარქს მძიმე შედეგები დაუანონსეს - გამოხმაურებები აშშ-სა და ევროპიდან
ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციის ლიდერების დაკავება მძიმე ფასად დაუჯდება. ზურა ჯაფარიძის უკანონოდ დაპატიმრებიდან რამდენიმე საათში ბრიტანელმა ჯეიმს მაკლერმა ინგლისის მთავრობას მეთოჯინე ოლიგარქის დასანქცირება მოსთხოვა. პოლიტიკურ რეპრესიების და დემოკრატიის გაქრობის გამო კირ სტარმერის მთავრობა ოლიგაქრის სანქცირებაზე ისედაც მუშაობს, ახლა მხოლოდ დროის საკითხია, როდის დაასანქცირებს ივანიშვილს დიდი ბრიტანეთი ოპონენტების ციხეში უკანონოდ გაშების გამო.
ზურაბ ჯაფარიძისს დაპატიმრებას დასავლეთის დიდი რეაქცია მოჰყვა. ამერიკელი კონგრესმენები, ევროპარლამენტარები და ბრიტანელი პოლიტიკოსები ივანიშვილის პოლიტიკურ ანგარიშსწორებას გმობენ. მოითხოვენ, ზურა ჯაფარიძის და ყველა სინდისისს პატიმრის გათავისუფლებას, რადგან მიზეზი, რის გამოც "ქართულმა ოცნებამ" ოპონენტი ციხეში გაუშვა დამაჯერებელი არავისთვისაა. დასავლეთი ივანიშვილისა და პუტინის რეჟიმებს შორის ტოლობის ნიშანს სვამს.
ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრება ქმნის პრეცედენტს, რომ ციხეში გაუშვებენ ყველას, ვინც წულუკიანის ე.წ საგამოძიებო კომისიაზე არ მივა. ამიტომ, ვაშინგტონსაა და ბრიუსელში დარწმუნებულები არიან, რომ ოპოზიციის ლიდერების განეიტრალებისთვის მხოლოდ საბაბია, რომ წინასაარჩევნო დაპირება სისრულეში მოიყვანოს და ოპოზიცია პოლიტიკური ველიდან გააქროს.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.