გადადგა თუ გაუშვეს - ლევან მაგლობლიშვილს შიდა დაპირისპირებებში ამხელენ

23.05.25 20:47
გადადგა თუ გაუშვეს - ლევან მაგლობლიშვილს შიდა დაპირისპირებებში ამხელენ

აფახაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატი "პირველებთან" ინტერვიუში ადასტურებს, რომ დევნილი ხელისუფლების ლეგიტიმურ მთავრობაში უკვე რამდენიმე თვეა ქაოსი გრძელდება, შიდა დაპირისპირებამ კი აფხაზეთის მთავრობის მეთუარის პოსტი შეიწირა. ვახტანგ ყოლბაია ერთადერთია, რომელმაც ვერ უარყო, რომ დანიშვნიდან რვა თვეში, ლევან მგალობლიშვილის პოსტიდან წავლა ნებაყოფლობითი არ ყოფილა.

წყარო ტვ პირველს უყვება, რომ ლევან მგალობლიშვილი თანამშრომლებს უშვერი სიტყვებით მიმართავდა და ნაწილი სამსახურიდან გაუშვა, ფუნქციების შეუზღუდა ირაკლი კობახიძის სიძეს, რომელიც აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ერთ-ერთი მინისტრია. "პირველების" ინფორმაციით, ბოლოს კობახიძის სიძე ლევან მგალობლიშვილის ჩატარებული მთავრობის სხდომებსაც კი არ ესწრებოდა.  

ირკვევა, რომ პარლამენტში უცენზურო გამონათქვამებით გამორჩეულმა ლევან მგალობლიშვილმა, ჩვევას არც აფხაზეთის მთავრობაში უღალატა და საკუთარ თანამშრომლებს შეურაცხყოფებს აყენებდა, უცენზუროდ მიმართავდა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ მგალობლიშვილს პარლამენტიდან გიორგი ვოლსკიმაც კი შეუთვალა, რომ შესაფერისად მოქცეულიყო, თუმცა პარლამენტით პირველი ვიცესპიკერი ინფორმაციას უარყოფს. 

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.