არაფრის მეშინია და თქვენც ნუ შეგეშინდებათ - სააკაშვილის მიმართვა დაკავების წინ (ვიდეო)

01.10.21 20:41
არაფრის მეშინია და თქვენც ნუ შეგეშინდებათ - სააკაშვილის მიმართვა დაკავების წინ (ვიდეო)

დაკავების წინ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელა. მიხეილ სააკაშვილი თანამოქალაქეებს მიმართავს, არ შეშინდნენ, მივიდნენ არჩევნებზე, რათა 3-ში ყველამ ერთად გამარჯვება იზეიმოს.

დიდი ალბათობით ახლა მე დამაკავებენ თბილისში, მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ არაფრის შეგეშინდეთ, ხვალ მიდით არჩევნებზე, მიეცით ხმა და 3-ში ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას. აბა თქვენ იცით, ვარ ძალიან მტკიცედ, მედგრად, იმისთვის ჩამოვედი, რომ თქვენ დაგეხმაროთ. სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს. მე არაფრის მეშინია და თქვენც ნუ შეგეშინდებათ. აბა თქვენ იცით! - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები