ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ მიღებული არაპროპორციული ზომების გამო დანია ღრმა შეშფოთებას გამოხატავს - ელჩი

24.05.25 14:19
ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ მიღებული არაპროპორციული ზომების გამო დანია ღრმა შეშფოთებას გამოხატავს - ელჩი

ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ მიღებული არაპროპორციული ზომების გამო დანია ღრმა შეშფოთებას გამოხატავს, - ამის შესახებ საქართველოში დანიის ელჩი, ანნე ტოფტ სორენსენი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

ანნე ტოფტი წერს, რომ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ დანია მიზნობრივ ზომებსა და ევროკავშირის ერთობლივ  მხარს უჭერს.

დანია ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ქართველი ოპოზიციონერი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ მიღებული არაპროპორციული ზომების, ასევე პოლიტიკური ოპოზიციის საქმიანობის შეზღუდვის მიზნით ბოლო დროს მიღებული კანონმდებლობის გამო. საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ დანია მიზნობრივ ზომებსა და ევროკავშირის ერთობლივ მოქმედებას მხარს უჭერს“, - წერს დანიის ელჩი საქართველოში.

შეგახსენებთ, ზურა ჯაფარიძე სასამართლო სხდომათა დარბაზში 22 მაისს დააკავეს. მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი პატიმრობაში გაუშვა. საქმე წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული ჯარიმის არგადახდას ეხება.        

  • თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის არ გადახდის გამო, თავდაცვის ყოფილ მინისტრსაც, ირაკლი ოქრუაშვილსაც პატიმრობა შეეფარდა. 
  • ცნობისთვის, "ოცნების "საგამოძიებო კომისიაზე" არ მისვლის გამო, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო უკვე შეუფარდეს. 50 000-ლარანი გირაო აქვს შეფარდებული კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერს ნიკა მელიას, ხოლო 30 000-ლარიანი ნიკა გვარამიას, ასევე 50 ათას-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, ხოლო 20 000-ლარიანი გირაო გივი თარგამაძეს.