ათი ათასობით ადამიანი 3-ში რუსთაველის გამზირზე დადგება - საქართველოში მასობრივი აქციები იწყება

01.10.21 21:01
ათი ათასობით ადამიანი 3-ში რუსთაველის გამზირზე დადგება - საქართველოში მასობრივი აქციები იწყება

მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენი მომხრეები მობილიზებული არიან - ამის შესახებ ტვ პირველს სამოაქალაქო აქტივისტმა, გიორგი მუმლაძემ, განუცხადა, მისი თქმით, 2-ში ყველა არჩევნებზე წავა, ხოლო 3-დან აქციები რუსთაველზე დაიწყება.

2-ში მივდივართ რეფერენდუმზე, რომ ,,ოცნებას" გავაწნათ სილა და ვუთხრათ, ქართველი ხალხი არ დაუშვებს უფლებას, ჩვენი მიწა რუსებს ჩავაბაროთ, ,,ქართული ოცნება" დამარცხდება, ეს არის რუსული ძალა.

მივალთ რეფერენდუმზე, გავიმარჯვებთ, გავიფორმებთ გამარჯვებას და 3-ში უკვე 10 ათასობით ადამიანი მივა რუსთაველის გამზირზე, რაც გახდება საშუალება, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს. არ დავუშვებთ, რომ სააკაშვილი ციხეში იჯდეს, რადგან ის არის ოკუპაციასთან ბრძოლის მთავარი მედროშე! - განაცხადა გიორგი მუმლაძემ.

მსგავსი სიახლეები