"იტალიის სენატში რეზოლუციის წარდგენა ჯაფარიძის დაკავებამ დააჩქარა" - დეკანოიძე განმარტავს, რას ითვალისწინებს დოკუმენტი

24.05.25 15:26
"იტალიის სენატში რეზოლუციის წარდგენა ჯაფარიძის დაკავებამ დააჩქარა" - დეკანოიძე განმარტავს, რას ითვალისწინებს დოკუმენტი

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ფიქრობს, რომ იტალიის სენატში საქართველოს შესახებ რეზოლუციის წარდგენის პროცესი ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრებამ დააჩქარა. 

"მე სასამართლო სხდომიდან მათთან მიმოწერა მქონდა და ყველა დეტალი, რაც სასამართლოზე ხდებოდა, იცოდნენ" - აცხადებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "პირველებთან".

ამასთან, ხატია დეკანოიძე რეზოლუციის შინაარსობრივ მხარეზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ დოკუმენტი "ქართული ოცნების" წევრებისთვის, მათ შორის კახა კალაძისთვის პერსონალური სანქციების დაკისრებას და პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლების მოთხოვნას ითვალისწინებს. 

ამ რეზოლუციის წარდგენა ზურაბ ჯაფარიძის დაკავებამ დააჩქარა. მათ შორის სასამართლო სხდომიდან მე მქონდა მათთან მიმოწერა და ყველა დეტალი, რაც ხდებოდა სასამართლოზე, იცოდნენ. ითვალისწინებს პერსონალურ სანქციებს, მაგალითად კალაძის მიმართ, რომელსაც განსაკუთრებული კავშირები აქვს იტალიასთან. ეს რეზოლუცია პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლებას მოითხოვს და ყველა იმ ადამიანის დასჯას, ვინც საქართველოს დემოკრატიის და ევროინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობაში მონაწილეობს". - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა იტალიის სენატს საქართველოს შესახებ რეზოლუცია წარუდგინეს. რეზოლუცია "ოცნების" წევრებისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ითვალისწინებას - მასზე იტალიის სენატში, სავარაუდოდ, მომავალ კვირას იმსჯელებენ