ხვალინდელი გამარჯვების მერე სააკაშვილიც გათავისუფლდება და ქვეყანაც - მელია
"ხვალინდელი გამარჯვების მერე ისიც გათავისუფლდება და ქვეყანაც", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს. მელიას თქმით, "ოცნებამ" შეცდომა დაუშვა, როცა სააკაშვილი დევნილად აქცია.
ხვალ რეფერენდუმი გვაქვს! კენჭისყრა გვაქვს, რომლითაც ჩვენ ყველანი, დარწმუნებული ვარ, მივიღებთ ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას! გადაწყვეტილებას, რომლითაც საბოლოოდ მოვიშორებთ ქვეყნის დამაქცევარ ხელისუფლებას.
გადაწყვეტილებას, რომლითაც საბოლოოდ დავადგებით ნათელი მომავლის გზას. მომავლის, სადაც არც სიღარიბეა, და არც შიმშილი! აი იმ მომავლის გზას დავადგებით, სადაც ხარისხიანი ჯანდაცვა და განათლებაა! მომავლის გზას დავადგებით, სადაც სასამართლო და პროკურატურა დამოუკიდებელია, პოლიცია მთლიანად დეპოლიტიზირებული და სუსად წოდებული სამარცხვინო პოლიტიკური ჟანდარმერია კი გაუქმებულია.
დღეს ყველა ვხედავთ "ოცნების" ისტერიას და ჩამოშლას, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნების გამო. ეს რომ ნორმალური ხელსიუფლება იყოს, საერთოდ არ უნდა ექციათ მესამე პრეზიდენტი დევნილად, მთელ მსოფლიოში აბუჩად არ აეგდოთ საკუთარი თავი და ქვეყანა და ძებნილად არ გაეხადათ კაცი, რომელმაც უმნიშვნელოვანესი ცვლილებები მოუტანა ქვეყანას.მას სრული უფლება ქონდა თავის ქვეყანაში ჩამოსვლის.
ის ნამდვილად საქართველოშია, ის დააკავეს. მან იცოდა რაზე მოდიოდა და შეგნებულად გადადგა ეს ნაბიჯი, ხვალინდელი გამარჯვების მერე ისიც გათავისუფლდება და ქვეყანაც. ციხეში ყოფნა არაა პრობლემა, განსაკუთრებით მისთვის. პრობლემაა როცა ქვეყანა ემსგავსება დახავსებულ ციხეს. საერთო გამარჯვების შემდეგ სააკაშვილი, როგორც საქართველოს უამრავი მოქალაქე მოგვილოცავს ისტორიულ გამარჯვებას, ჯერ ციხიდან, მაგრამ ძალიან მალე თავისუფლებაზე, სააკაშვილმა გააკეთა, რაც თქვა - ეს თავდადებული ნაბიჯია! მან თავის თავისუფლება დათმო ამ რეჟიმის დამარცხებისთვის!
ჩვენი თავდადება კი ბევრად მარტივ რამეში უნდა გამოვხატოთ - ავდგეთ ხვალ, დავდგეთ როგში, ავიღოთ ბიულეტენები და დავასრულოთ ოცნება! შემოხაზეთ ნებისმიერი 41 გარდა! ხოლო ენმ ყველა მომხრეს დამატებით ვალდებულება გვაქვს ჩვენი არჩევანით დავიხსნათ პრეზიდენტი სააკაშვილი! ეს ჩვენი სურვილიცაა და დღეიდან ვალიც.
რაც მთავარია, ხვალ ჩვენ მივიღებთ ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას, რომლითაც გავარღვევთ ქართული ოცნების დანერგილ მანკიერ წრეს - სიძულვილით, ბოღმით და დაპირისპირებით დახშულ წრეს გავარღვევთ ხვალ. და სრულიად დარწმუნებული ვარ, მეტიც, მისხალი ეჭვი არ მეპარება, აი ხომ შეიძლება ოდნავ მაინც გეპარებოდეს ადამიანს ეჭვი რომ ხვალ, ჩვენ, ყველანი ერთად დავადგებით ჩვენი სამშობლოს გადარჩენის ერთადერთ გზას", - ამბობს ნიკა მელია.
მსგავსი სიახლეები
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
"ივანიშვილის რეჟიმის მიერ გაკეთებული განცხადებები პირდაპირ აძლიერებს საოკუპაციო ძალების პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ პოზიციებს"