“ლელო-ძლიერი საქართველო": გრიგოლ გეგელიაზე განხორციელებულ თავდასხმაზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება “ოცნებას”

24.05.25 16:21
“ლელო-ძლიერი საქართველო": გრიგოლ გეგელიაზე განხორციელებულ თავდასხმაზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება “ოცნებას”

თავდასხმა გრიგოლ გეგელიაზე - “ლელო-ძლიერი საქართველო" მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებასა და თავდამსხმელის დასჯას მოითხოვს.

გავრცელებულ განცხადებაში ოპოზიციური პარტია წერს, რომ პოლიტიკოსზე განხორციელებულ თავდასხმაზე სრული პასუხისმგებლიბა დაეკისრება “ქართულ ოცნებას”.

დღეს “ლელო - ძლიერი საქართველოს” საგარეო მდივანზე, გრიგოლ გეგელიაზე, საცხოვრებელ სახლთან თავდასხმა მოხდა. 
გეგელიას პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა აღმოუჩინა. შემთხვევის ადგილზე შსს თანამშრომლები მუშაობენ. 
“ლელო-ძლიერი საქართველო” შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებასა და თავდამსხმელის დასჯას მოითხოვს. 
პოლიტიკოსზე განხორციელებულ თავდასხმაზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება “ქართულ ოცნებას” - როგორც პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სიძულვილის წამხალისებელსა და კრიმინალების მფარველ ძალას!"- წერია გავრცელებულ განცხადებაში.

გრიგოლ გეგელიას თავს საკუთარ სახლთან დაესხნენ. “ლელო-ძლიერი საქართველოს" ლიდერის თქმით, თავდამსხმელი ჯერ ტელეფონით უღებდა, შემდეგ თავის არეში რამდენიმეჯერ ჩაარტყა, ასევე ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და შეფურთხებას.

გეგელია ამბობს, პოლიციას იმ მანქანის სანომრე ნიშნები გადასცა, რითიც თავდამსხმელი ადგილიდან გაიქცა.