გრიგოლ გეგელია პოლიციის განყოფილებაში გამომძიებლებს ჩვენებას აძლევს

24.05.25 17:06
გრიგოლ გეგელია პოლიციის განყოფილებაში გამომძიებლებს ჩვენებას აძლევს

გრიგოლ გეგელია პოლიციის განყოფილებაში იმყოფება - "ძლიერი საქართველოს" ლიდერი  უკვე ნახევარი საათია გამომძიებლებს ჩვენებას აძლევს და უყვება, როგორ დაესხა უცნობი პირი თავს საკუთარ სახლთან. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი განყოფილებაში უფლებადამცველთან ერთად მივიდა, მანამდე კი შსს-ს წარმომადგენლებს მიაწოდა იმ მანქანის სანომრე ნიშნები,  რომლითაც თავდამსხმელმა შემთხვევის ადგილი დატოვა.

გრიგოლ გეგელიას თავს საკუთარ სახლთან დაესხნენ. “ლელო-ძლიერი საქართველოს" ლიდერის თქმით, თავდამსხმელი ჯერ ტელეფონით უღებდა, შემდეგ თავის არეში რამდენიმეჯერ ჩაარტყა, ასევე ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და შეფურთხებას.

 “ლელო-ძლიერი საქართველო" მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებასა და თავდამსხმელის დასჯას მოითხოვს.

გავრცელებულ განცხადებაში ოპოზიციური პარტია წერს, პოლიტიკოსზე განხორციელებულ თავდასხმაზე სრული პასუხისმგებლუბა დაეკისრება “ქართულ ოცნებას”.