ივანიშვილი, კობახიძე, პაპუაშვილი და სხვები აქეზებენ ამგვარ ძალადობას - ბადრი ჯაფარიძე გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმაზე
ივანიშვილი, კობახიძე, პაპუაშვილი და სხვები აქეზებენ ამგვარ ძალადობას - ასე ეხმაურება "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლდიერი, ბადრი ჯაფარიძე მის თანაგუნდელზე, გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმას.
ჯაფარიძის თქმით, სწორედ "ოცნებაა" პასუხისმგებელი ოპოზიციონერ პოლიტიკოსის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ აქტზე.
ისინი არიან პირდაპირი პასუხისმგებლები ამ თავდასხმაზე და თავდასხმების სერიაზე, რომელიც ხორციელდება ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსების და მოქალაქეების მიმართ - წერს ბადრი ჯაფარიძე.
დღეს თბილსის ცენტრში, დღისით, მზისით, თავს დაესხნენ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, გრიგოლ გეგელიას.
ამ დაგეგმილ ძალადობრივ აქტზე სრული პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, "ქართული ოცნებას" და მათ თანამზრახველებს ეკისრებათ!
საგანგაშო ის არის, რომ ივანიშვილი, კობახიძე, პაპუაშვილი და სხვები აქეზებენ ამგვარ ძალადობას, თესავენ ზიზღს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ. ამიტომ, ისინი არიან პირდაპირი პასუხისმგებლები ამ თავდასხმაზე და თავდასხმების სერიაზე, რომელიც ხორციელდება ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსების და მოქალაქეების მიმართ.
ცხადია, რომ ყველა ეს თავდამსხმელი აუცილებლად იქნება იდენტიფიცირებული და ისინი პასუხს აგებენ კანონის წინაშე სამართლიანი სასამართლოს პირობებში!", - წერს სოციალურ ქსელში ბადრი ჯაფარიძე.
გრიგოლ გეგელიას თავს საკუთარ სახლთან დაესხნენ. “ლელო-ძლიერი საქართველოს" ლიდერის თქმით, თავდამსხმელი ჯერ ტელეფონით უღებდა, შემდეგ თავის არეში რამდენიმეჯერ ჩაარტყა, ასევე ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და შეფურთხებას.
“ლელო-ძლიერი საქართველო" მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებასა და თავდამსხმელის დასჯას მოითხოვს.
გავრცელებულ განცხადებაში ოპოზიციური პარტია წერს, პოლიტიკოსზე განხორციელებულ თავდასხმაზე სრული პასუხისმგებლუბა დაეკისრება “ქართულ ოცნებას”.