პასუხისმგებლობა პირდაპირ ეკისრება კრემლის მართულ ივანიშვილს - მამუკა ხაზარაძე გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმაზე
"ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხახარაძე მის თანაგუნდელზე, გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმას ეხმაურება და მომხდარზე მთელ პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.
გირჩევთ, გამოიძიოთ და დასაჯოთ თავდამსხმელი! მთელი პასუხისმგებლობა თქვენზეა! - წერს მამუკა ხაზარაძე
“ქართული ოცნების” რიგითი ტიტუშკა თავს დაესხა ჩვენი პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, გრიგოლ გეგელიას - დღისით, მზისით, მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. პასუხისმგებლობა ასეთ ქმედებებზე პირდაპირ ეკისრება კრემლის მართულ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ქვეყანა შეიყვანა მძიმე კრიზისში, გახლიჩა, დააპირისპირა საზოგადოება და ქვეყანას მიაქანებს დამპყრობელი რუსეთისკენ.
პასუხი მოგეთხოვებათ ყველაფერზე!
თავდასხმის შემდეგ გრიგოლმა თქვა - "ამ ქვეყნისთვის ბრძოლა ჩემთვის პრივილეგიაა და ვამაყობ ამითო" - ზუსტად ამიტომ გავიმარჯვებთ! ზუსტად ამიტომ ვიბრძვი ამ ადამიანების მხარდამხარ!
როდის გადადიან რეჟიმები ფიზიკურ ძალადობაზე ხომ იცით?! - როცა ჩამოშლის პირას არიან!
P.S
გირჩევთ, გამოიძიოთ და დასაჯოთ თავდამსხმელი! მთელი პასუხისმგებლობა თქვენზეა!
გრიგოლ გეგელიას თავს საკუთარ სახლთან დაესხნენ. “ლელო-ძლიერი საქართველოს" ლიდერის თქმით, თავდამსხმელი ჯერ ტელეფონით უღებდა, შემდეგ თავის არეში რამდენიმეჯერ ჩაარტყა, ასევე ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და შეფურთხებას.
“ლელო-ძლიერი საქართველო" მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებასა და თავდამსხმელის დასჯას მოითხოვს.
გავრცელებულ განცხადებაში ოპოზიციური პარტია წერს, პოლიტიკოსზე განხორციელებულ თავდასხმაზე სრული პასუხისმგებლუბა დაეკისრება “ქართულ ოცნებას”.