ვჩქარობ, რომ ვნახო მისი უფლებრივი მდგომარეობა - ომბუდსმენი რუსთავის ციხეში მივიდა
სახალხო დამცველი რუსთავის მე- 12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მივიდა. ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ის საქართველოს მესამე პრეზიდენტს დეტალურად მოუსმენს, მათ შორის, შეიტყობს, როგორ მოხდება მისი დაკავება.
ვჩქარობ, რომ ვნახო მისი უფლებრივი მდგომარეობა. როგორც წესი, დაკავებულები თავად საუბრობენ ჩვენთან, რა მდგომარეობაში არიან, სჭირდებათ თუ არა რაიმე დახმარება, მათ შორის, პირველადი, სამედიცინო, დაკავების დროს მოპყრობა როგორი იყო. რაც შეეხება ინფორმაციას, შსს-თან მქონდა კომუნიკაცია და მათ დამიდასტურეს, რომ იმყოფება ამ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მე არ მექნება მასთან პოლიტიკური შეკითხვები, თუ მას ექნება სურვილი, მოვუსმენ, - თქვა ომბუდმსენმა.
მსგავსი სიახლეები
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
"ივანიშვილის რეჟიმის მიერ გაკეთებული განცხადებები პირდაპირ აძლიერებს საოკუპაციო ძალების პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ პოზიციებს"