ლიბერგი: შვედეთი ჯაფარიძის დაკავებით შეშფოთებულია... საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება

24.05.25 18:37
ლიბერგი: შვედეთი ჯაფარიძის დაკავებით შეშფოთებულია... საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება

საქართველოში შვედეთის ელჩი, ანა ლიბერგი კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს. 

დიპლომატი პლატფორმა X-ზე წერს, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენები, მათ შორის, რეპრესიული კანონები და ოპოზიციაზე გაძლიერებული ზეწოლა, ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება. 

შვედეთი შეშფოთებულია საქართველოში განვითარებული მოვლენებით, ოპოზიციაზე ზეწოლის გაძლიერებით, მათ შორის ოპოზიციის ლიდერების, როგორიცაა ზურაბ ჯაფარიძე, დაკავებით და რეპრესიული კანონების მიღებით, რომლებიც დემოკრატიას საფრთხეს უქმნის. მსგავსი ქმედებები ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება“, - წერს საქართველოში შვედეთის ელჩი.

შეგახსენებთ, ზურა ჯაფარიძე სასამართლო სხდომათა დარბაზში 22 მაისს დააკავეს. მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი პატიმრობაში გაუშვა. საქმე წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული ჯარიმის არგადახდას ეხება.        

  • თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის არ გადახდის გამო, თავდაცვის ყოფილ მინისტრსაც, ირაკლი ოქრუაშვილსაც პატიმრობა შეეფარდა. 
  • ცნობისთვის, "ოცნების "საგამოძიებო კომისიაზე" არ მისვლის გამო, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო უკვე შეუფარდეს. 50 000-ლარანი გირაო აქვს შეფარდებული კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერს ნიკა მელიას, ხოლო 30 000-ლარიანი ნიკა გვარამიას, ასევე 50 ათას-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, ხოლო 20 000-ლარიანი გირაო გივი თარგამაძეს.