ექსკლუზივი: აღმოჩენილია მილიონიანი აპარტამენტები - ჟურნალისტური გამოძიება

24.05.25 21:19
ექსკლუზივი: აღმოჩენილია მილიონიანი აპარტამენტები - ჟურნალისტური გამოძიება

ექსკლუზივი: "შაბათის ეთერმა" მიაგნო მილიონებად შეფასებულ რეზიდენციებს "მზიური რეზიდენსში", სადაც საქართველოს მთავარი პროკურორი, გიორგი გაბიტაშვილი და სუს-ის ექს შეფი, გრიგოლ ლილუაშვილი ცხოვრობენ. 

"ტვ პირველის" გამომძიებელმა ჟურნალისტებს ადგილზე უყვებიან, რომ კომპლექსის ერთ ერთი ყველაზე დიდი რეზიდენციის მფლობელი, რომლის საბაზრო ღირებულება 3 000 000 ლარზე მეტია, სწორედ ვადაზე ადრე გადამდგარი სუს-ის შეფია. 

  • აპარტამენტები არც ლილუაშვილის და არც მისი მეუღლის სახელზე არ არის გაფორმებული. 322 კვადრატული მეტრი აპარტამენტი, ხედით მზიურის პარკზე, ახლაც კომპანია "სონეთ დეველოპმენტის" საკუთრებაა. 

"შაბათის ეთერმა" დაადგინა ისიც, რომ რეზიდენცია სადაც რუსის ყოფილი უფროსი ერთ წელზე მეტია ცხოვრობს, სამშენებლო კომპანია "სონნეტ დეველოპმენტის" სახელზეა გაფორმებული.

  • კომპანია კი "ქართული ოცნების" მინისტრის, დავით სონღულაშვილის ძმა, იოსებ სონღულაშვილი ფლობს. 

ის, რომ ლილუაშვილი და საქართველოს მოქმედი პროკურორი "მზიური რეზიდენსში" მეზობლად ცხოვრობენ, "შაბათის ეთერს" სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ დაუდასტურა. 

  • მისი თქმით, "მზიური რეზიდენსში", მისი თანამშრომლები საქართველოს მთავარი პროკურორის გიორგი გაბიტაშვილის დასაცავად განათავსა.

გიორგი გაბიტაშვილი "მზიური რეზიდენსში" 203 კვადრატულ მეტრ რეზიდენციას ფლობს - საბაზრო ღირებულება  2 000 000 ლარზე მეტია. 

  •  ეს ფართიც, ისე როგორც გრიგოლ ლილუაშვილის აპარტამენტები, სამშენებლო კომპანია "სონეტ დეველოპმენტის" სახელზეა გაფორმებული.  კორუფციის მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ის რაც მზიური რეზიდენტში ხდება, სავარაუდო კორუფციული გარიგების კლასიკური მაგალითია.  

ეს ყველაფერი არ არის, ჟურნალისტური გამოძიების მომზადებისას გაირკვა ისიც, რომ საქართველოს პროკურორის პირადი დაცვისთვის, საქართველოს ბიუჯეტიდან დამატებითი ფულის გახდა უწევს ხალხს - ირკვევა ისიც, რომ სახელმწიფო დაცვისთვის ლუქს კლასის კომპლექსში ორი ბინა იქირავეს - მის საფასურს კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხდიან.