მძიმე დღე იყო, კოსტას ველაპარაკე... - ექსკლუზიური ინტერვიუ ზურა ჯაფარიძესთან

24.05.25 20:29
მძიმე დღე იყო, კოსტას ველაპარაკე... - ექსკლუზიური ინტერვიუ ზურა ჯაფარიძესთან

 

 

"შაბათის ეთერის" ექსკლუზიური ინტერვიუ "კოალიცია ცვლილებებითვის" ლიდერ ზურა ჯაფარიძესთან, რომელიც "ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდმა პოლიტიკოსის დაკავებამდე ჩაწერა. 

რეჟიმის ტყვე ნატა ქაჯაიას ეუბნება, რომ მისთვის ყველაზე რთული 7 წლის შვილისთვის იმის ახსნა იყო, თუ რატომ იჭერენ: 

"პატარა ბავშვები რომ გყავს არაა მარტივი, ზრდასრული რომ გყავს, აუხსნი, გააგებინებ, შეიძლება ახნა არ დაგჭირდეს, თუ ადევნებს თვალყურს რა ხდება ქვეყანაში. მაგრამ პატარა ბავშვს, შვიდი წლის ბავშვს აუხსნა გეოპოლიტიკურიო ვითარება როგორია ჩვენს რეგიონში და რატომ ხდება რაღაცები, ცოტა რთულია... 

დღეს დილით მძიმე ამბავი გვქონდა, კოსტას ველაპარაკე, მომიწია ახსნა, გვიან ვესაუბრე ამ თემაზე, გავწელე, რომ რამდენიმე დღით ადრე არ ენერვიულათ. ვუთხარი, რომ რაღაც დღეები შეიძლება არ ვიყოთქო. ცოტა ხანი იტირა, შემდეგ მითხრა, რატომ უნდა დაგიჭირონო. 

წულუკიანი არ მიხსენებია, მაგრამ ავუხსენი, რომ მაიძულებდნენ სადღაც მივსულიყავი, მაგრამ არ მივედი, იმიტომ რომ არ იყო მისასვლელითქო. მითხრა, რომ გაიზრდება დაბომბავს"- ამბობს ჯაგარიძე. 

ზურაბ ჯაფარიძის თავისუფლების ბოლო წუთები დაჭერის წინ - ნატა ქაჯაიას სპეციალური რეპორტაჟი ნახეთ აქ: 

შეგახსენებთ, ზურა ჯაფარიძე სასამართლო სხდომათა დარბაზში 22 მაისს დააკავეს. მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი პატიმრობაში გაუშვა. საქმე წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული ჯარიმის არგადახდას ეხება.        

  • თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის არ გადახდის გამო, თავდაცვის ყოფილ მინისტრსაც, ირაკლი ოქრუაშვილსაც პატიმრობა შეეფარდა. 
  • ცნობისთვის, "ოცნების "საგამოძიებო კომისიაზე" არ მისვლის გამო, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო უკვე შეუფარდეს. 50 000-ლარანი გირაო აქვს შეფარდებული კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერს ნიკა მელიას, ხოლო 30 000-ლარიანი ნიკა გვარამიას, ასევე 50 ათას-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, ხოლო 20 000-ლარიანი გირაო გივი თარგამაძეს.